საკითხზე განცხადება გაკეთდა "ევროპულ საქართველოში". ოთარ კახიძე ამბობს, რომ მოძრაობა საგამოძიებო ორგანოს 1-თვიან ვადას აძლევს.
"ჩვენ პროკურატურას რეალური შედეგების დასადებად 1-თვიან ვადას ვაძლევთ, საგამოძიებო მოქმედებები ჩაატაროს. ამის გამოძიება არ არის რთული, რაზეც ვსაუბრობთ ჩვენ, ჩემი კოლეგების წყარო და უშუალოდ მოკლულის ოჯახის წევრები. ისინი საუბრობენ, რომ კონკრეტული კორუფციული ინტერესებია ამ საქმის ირგვლივ. თუ გამოძიებას აქვს ნება, მაშინ ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხებიან შესაბამისი პირები, გადამოწმდება კომუნიკაცია. ამის გაკეთებას არც დიდი დრო უნდა, ამას სჭირდება მხოლოდ ნება. თუ ამას არ გააკეთებენ, "ევროპული საქართველო" შემოიტანს დადგენილების პროექტს პარლამენტში, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია და პარლამენტის წევრები გამოიძიებენ", - განაცხადა კახიძემ.
დეპუტატი პრეზიდენტის იმპიჩმენტს არ გამორიცხავს:
"თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები პროკურატურიდან ან შემდგომ საგამოძიებო კომისიის მხრიდან, მერე უკვე დაიწყება პროცესი, რომელსაც ითვალისწინებს ჩვენი კონსტიტუცია - საკონსტიტუციო სასამართლოსთვის საქმის გადაცემა და პარლამენტში შესაბამისი პროცედურა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის", - აღნიშნა კახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






