ქართული თხილის სექტორის გაუმჯობესების მიზნით, ჩვენი ერთობლივი, უწყვეტი მუშაობით, საერთაშორისო ბაზარებიდან ველოდებით ქართულ თხილზე გაზრდილ მოთხოვნებს.
2016 წლიდან დღემდე, „ოლამ ჯორჯიას“ მიერ საქართველოდან ევროკავშირისა და სხვა ქვეყნებში ექსპორტზე გაგზავნილია 4000 ტონა თხილის პროდუქცია, მათ შორის, თხილის პასტა.
წლევანდელი მოსავლის ჩვეული პარამეტრები დადებით შედეგებს იძლევა. მჟავიანობის ნიშნული დაეცა 05-მდე და საშუალო მჟავიანობა მერყეობს 0,1-0,5-მდე, რაც 3-ჯერ უკეთესი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. გარდა ამისა, საერთო სიდამპლის და მწერის მაჩვენებლებმაც დაიკლო, რაც მოსავალზეც დადებითად აისახა.
ფერმერები, მომწოდებლები, პატარა და დიდი საწარმოები, ექსპორტიორები სამინისტროს დიდი ძალისხმევის შედეგებს ხედავენ, რაც დიდი მოტივაციაა ქართული თხილის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებისთვის და ამ სექტორში ჩართვისთვის.
ჩვენი მხრიდან გავზარდეთ ძალისხმევა და ჩვენი გეგმები ქართველი ფერმერების მიკვლევადობის სისტემის გასაუმჯობესებლად. მომავალი წლიდან ველოდებით საქართველოს მეთხილე ფერმერებისთვის ოლამის მიკვლევადობის სისტემის ამუშავებას.
დიდი მადლობა თქვენი დახმარებისთვის და გულითადი მოლოცვა მთელს გუნდს ოლამის დიდი ოჯახისგან“, - აღნიშნულია კომპანიის „ოლამ ჯორჯია“ ღია წერილში.
მასალის გამოყენების პირობები






