m2-მა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ის“ პირველი ნაკადის გამოშვება აღნიშნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:33, 20 Sep, 2019     1481

20 სექტემბერს, 13:00 საათზე, დეველოპერულმა კომანია „m2 უძრავი ქონებამ“ სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ის“ პირველი ნაკადის გამოშვების საზეიმო ცერემონია გამართა. ცერემონიას ესწრებოდნენ m2-ის, სამშენებლო კომპანია BK Construction-ის, ადგილობრივი მთავრობისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერთიფიკატები. ასევე მოხდა მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება. ამიერიდან, ისინი m2-ის დიდი ოჯახის წევრები არიან და BK construction ის გამოცდილ კადრებთან ერთად გააგრძელებენ პროფესიულ ზრდას.

„კონსტრუქტ2“ ქვეყანაში ერთადერთი სასწავლებელია, რომელიც მშენებლობის მიმართულებით არა მხოლოდ უმაღლესი დონის განათლებას იძლევა, არამედ ზრუნავს კურსდამთავრებულების წამყვან სამშენებლო კომპანიაში დასაქმებაზე, რაც მათი პროფესიული დახელოვნების უპირობო გარანტიაა. „კონსტრუქტ2-მა“ პირველი მსმენელები მიმდინარე წლის გაზაფხულზე მიიღო. აქ სასურველი სამშენებლო ხელობის დაუფლება 18 წელზე უფროს ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

„ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულო დღეა, რადგან პირველი ნაკადის დასკვნით ღონისძიებას ვმასპინძლობთ. მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს ხელოსნები არიან სამშენებლო სფეროს მომავალი და მოხარულები ვართ რომ ჩვენს სამშენებლო კომპანიაში დასაქმდებიან. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ პროფესიული განათლებით შეიძლება იმ აუცილებელი უნარებისა და თვისებების შეძენა, რასაც მშენებლობის თანამედროვე სტანდარტი მოითხოვს. მათ შორისაა, შრომის უსაფრთხოება, რაც ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტულია. ჩვენი მიზანია, „კონსტრუქტ2-ის“ კურსდამთავრებულები შრომის ბაზარზე უკონკურენტო სამუშაო ძალად იქცნენ და ერთად შევიტანოთ წვლილი სამშენებლო სფეროსა და ქვეყნის განვითარებაში“, - ამბობს m2-ის მმართველი შოთა ბერეკაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42