"ვიღაცეებს აწყობს, რომ გლეხმა 70 თეთრად ჩააბაროს რქაწითელი... ვის მიაქვს ეს მოგება? ეუბნებიან 20 ივნისის ღამემ იქონია გავლენაო" - კობერიძე "ქართულ ოცნებას" დაპირებას ახსნებს
პოლიტიკა - 14:21, 20 Sep, 2019     1012

„გლეხს არანაირად არ უნდა უჭირდეს რქაწითელის ჯიშის ყურძნის ჩაბარება გაცილებით უფრო მაღალ ფასად, ვიდრე 70 თეთრია. მაქვს მოსაზრება, რომ ვიღაცეებს აწყობთ, რომ რქაწითელის ფასი იყოს შედარებით დაბალი. მსხვილ კომპანიებს, რომელთაც საბრენდე მასალად ან საკონიაკე მასალად უნდათ იაფიანი ნედლეულის შესყიდვა, მათ ხელში უვარდებათ რქაწითელი იმაზე იაფად ვიდრე გლეხს აქვს სურვილი, ვიდრე შრომა დახარჯა და ვიდრე მისი რეალური ღირებულება შეიძლება იყოს ბაზარზე" - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე, დღეს ყურძნის ბაზარზე არსებულ სიტუაციას, რომელიც მევენახეებისთვის უკვე წლებია პრობლემურია და მიიჩნევენ, რომ ყველაზე გავრცელებული ყურძნის ჯიში რქაწითელი მათი შრომისა და ჩადებული რესურსების გათვალისწინებით 70 თეთრზე ბევრად მეტი უნდა ღირდეს.

დეპუტატი ორ ძირითად პრობლემას გამოჰყოფს იმის ხაზგასასმელად, თუ რატომ დგება დღეს ქართული ყურძნის ბაზარი იმ ძირითადი გამოწვევის წინაშე, რასაც გლეხების მიერ ტრადიციული მეურნეობის მიტოვება და მევენახეობის დაბალი მოტივაცია ჰქვია.

მისი თქმით ძირითადი საკითხი ღვინის ხარისხის კონტროლის არარსებობას უკავშირდება. საუბარი ეხება ჩამოსასხმელ ღვინოს, რომლის მთავარ ნედლეულს სწორედ საქართველოში უხვად მოყვანილი რქაწითელი წარმოადგენს. თუმცა რქაწითელის სიუხვე მაინც ვერ აანაზღაურებდა ღვინის იმ მოცულობას, რაც ყოველწლიურად საქართველოში მოიხმარება, რომ არა ამ ღვინის ე.წ. გაბევრება და ფალსიფიცირება. შესაბამისად, დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ ღვინის ხარისხის კონტროლის გზით რქაწითელის ფასის გადარჩენა შეიძლება, თუმცა, დღემდე ამას არავინ აკეთებს.

„ხელისუფლება რთველის პერიოდში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე იწყებს იმპულსურად მოქმედებას, თუმცა, საჭიროა მიუდგეს ამ საკითხს სისტემურად და გონივრულად. მთავარია შევხედოთ ციფრებს, რომელსაც ყველა უგულებელყოფს და მათი ანალიზი გავაკეთოთ. ჯაჭვი ასეთია - რქაწითელი, რომელიც არის ჩასაბარებელი, სად მიდის, სად იყიდება, რაში სჭირდება მყიდველს და ვინ იყენებს? ჩაბარების შემდეგ ერთერთი მთავარი არხი არის ჩამოსასხმელი ღვინის ბაზარი, ანუ ვგულისხმობ რესტორნებსა და კაფეებს საქართველოს მასშტაბით. საქართველოს ბაზარზე ჩამოსასხმელი სახით ერთი ლიტრი ღვინო ღირს დაახლოებით 5-დან 7 ლარამდეც კი. ამ ღვინოში ძირითად შემთხვევაში გამოიყენება რქაწითელი. საქართველოში რქაწითელის ყურძნისგან დამზადებული ჩამოსასხმელი ღვინის მოხმარება არის დაახლოებით 70-80 მილიონი ლიტრი. ამ რაოდენობის ღვინო რომ დამზადდეს, პრაქტიკულად რთველზე რაც არის რქაწითელი ჩასაბარებელი, ის მასალა შეიძლება არც კი ეყოს. რეალურად, ესე იგი ხდება ფალსიფიკაცია და დასამალი არ არის, რომ ქართულ რესტორნების უმრავლესობაში არის სავარაუდოდ ფალსიფიცირებული ან უვარგისი ან როგორც ეძახიან გაბევრებული ღვინო. წინააღმდეგ შემთხვევაში, გლეხს წესით ხელიდან უნდა სტაცებდნენ რქაწითელსაც ისევე, როგორც საფერავს. უბედურება სწორედ ის არის, რომ ამას არავინ არ უყურებს. აბა დაიწყოს სახელწიფომ რეალური კონტროლი რესტორნებსა და კაფეებში, მაშინ უკვე დეფიციტი იქნება რქაწითელის ჯიშის ყურძენი. ამაზე არავინ არ საუბრობს და გლეხებს მერე უხვევენ თვალს და ამბობენ, რომ თურმე 20 ივნისის ღამემ იქონია გავლენა და ა.შ. ჩვენ მოგვიწოდებენ პოლიტიკოსები ნუ ერევითო რთველის საკითხში და ამ დროს თვითონ გამოდიან ოფიციალური სტრუქტურები და ამბობენ, რომ 70 ძალიან კარგი ფასია ყურძნისთვის. ჩარევაა აბა რა არის, როცა თვითონ ისინი განსაზღვრავენ თავისი საუბრით ყურძნის ფასს. რეალობა კი არის სულ სხვა. მე ამაზე ვსაუბრობდი წინა ხელისუფლების დროსაც, რადგან მაშინაც იდგა ფალსიფიკაციის პრობლემა და იგივე გრძელდება დღესაც." - აცხადებს ლევან კობერიძე.

„დღეს გადამყიდველებს მიაქვთ ყურძნიდან მოგების მეტი წილი და ეს არის მთავარი პრობლემა. გლეხი რჩება ყველაზე მეტად წაგებული. ე.წ. ყურძნის ბირჟების შექმნა აუცილებელია, როგორიც არის საფრანგეთში, იტალიაში და სხვა ტრადიციული მეღვინეობის ქვეყნებში. ამ ბირჟებზე ჩვეულებრივ მოქალაქეებს, გლეხებს შეუძლიათ თავიანთი მოსავალი ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე მიიტანონ და იქ ჩააბარონ. მათ ეცოდინებათ, რომ მათი პროდუქტი დადგენილი საბაზრო ფასით ავტომატურად გაიყიდება.

"ქართული ოცნება" ამბობდა 1 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოსო ყურძენი და ვეთანხმებოდი. მათი ხელისუფლებაში მოსვლის დროს კურსი იყო 1,65 და გადათვალეთ დოლარზე რამდენია. ახლა არის კურსი 3 ლარამდე. ქიმიკატები და მოსავლელი მასალა ვენახისთვის, ყველაფერი შემოდის იმპორტით და შესაბამისად ,უძვირდება გლეხს მოწეული ყურძნის ღირებულება. 70 თეთრსა და 2,5 ლარს შორის 300 პროცენტი არის მოგება, ვის მიაქვს ეს მოგება? უბრალოდ იმას ვისაც ჩამოაქვს? გამოდის, რომ ის ყოფილა ყველაზე ჭკვიანი ბიზნესმენი, როცა არც ყურძენს უვლის და არც არაფერი , მაგრამ მაინც გლეხსა და მაღაზიას შორის იღებს სამმაგ მოგებას" - განაცხადა კობერიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42