გახარია მაკო გომურისთვის თვალის დათხრას "გადაცდომას" უწოდებს და პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს
პოლიტიკა - 12:46, 20 Sep, 2019     1497
"ეს იყო გავრილოვის დღე, მაგრამ პარლამენტის შტურმის ღამე" - საქართველოს პრემიერ მინისტრი 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობას იხსნის და პოლიციელებს, რომლებმაც ახალგაზრდებს თვალი დათხარეს მადლობას უხდის.


"ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ თითოულმა პოლიციელმა, როდესაც შეძლო და დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი, ემსახურა სახელმწიფოს და შეასრულა თავისი მოვალეობები. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ძალადობით... იყო ერთეული გადაცდომები, რომელზეც დევცნა დაწყებულია. თუ იქნება 10 ადამიანის დაკავება საჭირო - დააკავებენ"- განაცხადა გახარიამ ჟურნალისტების კითხვის პასუხად - "ვინ არის პასუხისმგებლი მაკო გომურის თვალების დათხრაზე".
რაც შეეხება 18 დაკავებულ მომიტინგეს, გახარია ამბობს, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს "ძალადობა სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ".
პრემიერი "გავრილოვის ღამიდან" 3 თქვის შემდეგაც პასუხისმგებლობას პოლიტიკურ პარტიებს აკისრებს:
"იმ პოლიტიკურმა ძალებმა, იმ პოლიტიკურმა სუბიექტებმა, რომლებმაც დააორგანიზეს ეს აქცია. ისინი ტელევიზიის ეკრანიდან მოუწოდებდნენ მოქალაქეებს ძალადობით შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში"- თქვა გახარიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი და გავრილოვის ღამის სისხლიანი დარბევის შემოქმედი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ ესმის მოქალაქეებისა და ჟურნალისტების ემოციების.

მედიამ მთავრობის მეთაურს შეახსენა, რომ საზოგადოება 3 თვა ეუბნება, რომ მისი მღალ თანამდებობაზე ყოფნა "სირცხვილია".

„მე მესმის თქვენი ემოციურობა დღეს, განსაკუთრებით 20 რიცხვში, ისიც კარგად მესმის, რომ ემოციურობა პირდაპირ უკავშირდება იმ აქციას, რომელიც დღეს არის დაგეგმილი. ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული. ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრს, პარლამენტი ირჩევს და ამისთვის საჭირო იყო კენჭისყრა“, - განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება მორალურ პასუხისმგებლობაზე დასმულ შეკითხვას, ქვეყნის პრემიერმა თქვა:

„მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ამ აქციის შეწყვეტის პერიოდში დაზიანდნენ. აქციის მონაწილეების დამზიანებლები არიან დაკავებულები და გამოძიება გრძელდება და ყველა, ვინც ამ აქციის შეწყვეტის დროს ჩაიდინა გადაცდომა, იქნება დაკავებული“, - განაცხადა პრემიერმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42