გავრილოვის სისხლიანი ღამე - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ დარბევის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში დაიკითხა.
მისივე თქმით, ის ბრძანებებს მხოლოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს აძლევდა.
"რაც მკითხეს, ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდე. აინტერესებდათ, რა დონეზე ვიყავით ჩართულები და როგორ ვმონაწილეობდი. პირადად ჩემთან ჰქონდათ კიდევ კითხვები, ჩემი მონაწილეობის შესახებ. მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტი არის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ერთ-ერთი დასაცავი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და მგონი, აქ კითხვები არ არის, თუ რატომ ვიყავი იქ. მე მხოლოდ და მხოლოდ ვაძლევდი ბრძანებებს მხოლოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს. რა თქმა უნდა, არ გავცემდი ბრძანებებს სროლაზე. რაც შეეხება იმას, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები განლაგებულები იყვნენ პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო და ასე იქნება, სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი და ყოველთვის მივიღებ მონაწილეობას კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში. ჩემი სამსახურის თანამშრომლებს არანაირი იარაღი არ ჰქონიათ და უმჯობესია, ეს შეკითხვები შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუსვათ" - აღნიშნა ანზორ ჩუბინიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






