რუსთაველზე დღეს დაგეგმილი აქციის გამო პარლამენტში შესვლა შეზღუდულ რეჟიმში განხორციელდენა, ამის შესახებ განცხადება საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე გავრცელდა:
''20 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციიდან გამომდინარე, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა.''- აღნოშნულია განცხადებაში.
ანტისაოკუპაციო მოძრაობა ''სირცხვილია'' დღეს, ''გავრილოვის ღამის'' სამი თვის თავზე, რუსთაველზე ფართომასშტაბიან აქციას გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები






