"დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მივიღეთ, 3 თვის წინ, ევროპოლის შესაბამისი არხის მეშვეობით" - შსს ბავშვთა პორნოგრაფიის საქმის დეტალებზე საუბრობს
პოლიტიკა - 20:54, 19 Sep, 2019     1020

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ სატელევიზიო ეთერში პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ფაქტზე სამართალდამცველების მიერ გამოვლენილი დანაშაულებრივი ჯგუფის შესახებ ისაუბრა. ბორცვაძის განცხადებით, ამ საქმით გამოჩნდა, როგორ თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებთან და რამდენად მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა.

"პირველ რიგში, სანამ თქვენს კითხვას ვუპასუხებდე, აუცილებელია, აღინიშნოს საერთაშორისო თანამშრომლობა, თუ როგორ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებთან და ამ კუთხით, რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეს თანამშრომლობა, მათ შორის ევროპოლთან, ამ სისხლის სამართლის საქმის წარმატებით დასრულების კუთხით. საქართველო არის ევროპოლის ოპერატიული წევრი ქვეყანა, ასე ვთქვათ, ჩვენ ოპერატიულად ვცვლით ინფორმაციას ბოლო 2 წლის მანძილზე და ევროპოლის არხებით ჩვენ ვიღებთ არაერთ ოპერატიულ ინფორმაციას, ამა თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში არსებობს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფი, ასევე, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფი და ეს დანაყოფები მუდმივ რეჟიმში მუშაობენ და პრევენციული ხასიათის ღონისძიებებს ახორციელებენ. ამავდროულად, მოიპოვებენ გარკვეულ ინფორმაციას კონკრეტული დანაშაულის შესახებ, შესაძლო დანაშაულის მზადების შესახებ და მუდმივად, ცოცხალ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის დამუშავება.

ამ დანაშაულის შესახებ ჩვენ ინფორმაცია მივიღეთ, დაახლოებით, 3 თვის წინ, ევროპოლის შესაბამისი არხის მეშვეობით და ავტომატურ რეჟიმში დავიწყეთ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება და პარალელურად, როდესაც დავადგინეთ პიროვნებები, ვინც იყვნენ ჩართულნი ამ დანაშაულში, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რა თქმა უნდა, დავიწყეთ თანამშრომლობა იმ ქვეყნის წარმომადგენლებთან, მათ შორის ავსტრალიისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებთან, რათა ერთობლივად გაგვერკვია, თუ რასთან გვქონდა საქმე და რა დანაშაულს ჰქონდა ადგილი.

ძალიან სამწუხაროა და მე გარკვეულწილად მიმძიმს ამ სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ საუბარი, ვინაიდან მორალურად ძალიან რთულია, როდესაც ადამიანს შეხება გაქვს მსგავს დანაშაულთან, ცივი გონებით შეხედო მსგავსი კატეგორიის ქმედებებს,"- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავა. აღნიშნულის შესახებ დღეს უწყებაში ბრიფინგი გაიმართა. სამართალდამცველების მიერ დაკავებული არიან აშშ-ის 1 მოქალაქე, ავსტრალიის 1 მოქალაქე, და საქართველოს 9 მოქალაქე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42