ეკატერინე მიქაბაძემ გეოლოგ-მენავთობეთა ამერიკული ასოციაციის რეგიონული სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
პოლიტიკა - 19:02, 19 Sep, 2019     558

18-19 სექტემბერს ბათუმში გეოლოგ-მენავთობეთა ამერიკული ასოციაციის (AAPG) ევროპის რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მსხვილი ნავთობმომპოვებელი კორპორაციების მაღალი რგოლის მენეჯმენტის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების ქართველი პარტნიორები იყვნენ ნავთობისა და გაზის სააგენტო და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ. მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა ქვეყნის სტაბილურ ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და მიმდინარე ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებზე, აგრეთვე ლიბერალურ და პროგნოზირებად ბიზნესგარემოზე, რამაც კონფერენციის მონაწილეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანიებისთვის პრიორიტეტულია ისეთი ქვეყნებში ინვესტიციების განხორციელება, სადაც სტაბილური ეკონომიკა, ძლიერი ინსტიტუციები და საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე გათვლადი ბიზნესგარემოა.

სამუშაო შეხვედრაზე ასევე განიხილეს ინფორმაცია საქართველოში ნავთობისა და გაზის პოტენციური საბადოების გეოლოგიური მდგომარეობისა და არსებულ საბადოებზე მიმდინარე ძებნა-მოპოვებითი სამუშაოების შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველოს ტერიტორია, განსაკუთრებით, მისი ტერიტორიული წყლები შავ ზღვაში ნაკლებად არის შესწავლილი ნახშირწყალბადების გეოლოგიური მარაგების არსებობის კუთხით. განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია პრეზენტაციამ, რომელიც წარადგინა ნავთობისა და გაზის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა. ითქვა, რომ საქართველომ დაასრულა ტენდერი ბევრ სახმელეთო ბლოკზე, ასევე იგეგმება საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება, რომელიც მოიცავს შავი ზღვის შელფის ტერიტორიას.

სამუშაო შეხვედრაზე მსხვილმა ნავთობკომპანიებმა, როგორიცაა ExxonMobil, Total, OMV და ა.შ., წარმოადგინეს საკუთარი ხედვა აღნიშნულ რეგიონში მათი საქმიანობისა და სამომავლო პროექტების თაობაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42