"ბავშვს რომ ბიკინებით გადაუღონ, რა მოხდა" - ბავშვთა პორნოგრაფიისთვის გორში დები და სიძე არიან დაკავებულები
პოლიტიკა - 18:09, 19 Sep, 2019     3600
საბავშვო პორნოგრაფიის სკანდალური საქმე - არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 11 პირიდან 3 ერთი ოჯახის წევრია.

როგორც "ნიუპოსტმა" გაარკვია, ისინი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში ცხოვრობენ. ისევე როგორც ამავე სოფლის სკოლის მასწავლებელი, რომელიც უკვე დაკავებულია.

სოფელ ზევღულეთში ამბობენ, რომ სპეცოპერაცია გორის პარალელურად, ლანჩხუთშიც ჩატარდა. რაც შეეხება ინგლისურის ყოფილ მასწავლებელს, არსებული ინფორმაციით, ამერიკის მოქალაქე პირადად უღებდა არასრულწლოვან გოგონებს ინტიმური ხასიათის ფოტოებს.
გორში აცხადებენ, რომ სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს დები ქუთარიშვილები და მათი სიძე, რომელიც ლანჩხუთში აიყვანეს. ამავე საქმეზე დაკავებულია ზედღულეთის კიდევ ერთი მკვიდრი - ქეთევან ოქროპირიძე.

დაკავებული დების მამა, გია ქუთარიშვილი საგანგაშოს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ მის შვილიშვილს საცურაო კოსტიუმში გადაუღეს ფოტოები.

"არანაირი პორნოგრაფია... ჩვეულებრივი სურათებია. ბავშვს რომ ბიკინებით გადაუღონ, რა მოხდა, რა არის?! შიშველ ფოტოებს ჩემი შვილი არ დაუშვებდა"- განუცხადა "მთავარს" გია ქუთარიშვილმა, რომელიც დაადასტურა, რომ მის 8 და11 წლის შვილიშვილებს ფოტოებს უღებდნენ.

"იქ არანაირი პორნოგრაფი არ იყო, ვის რაში აწყობს ჩემი შვილების გაუბედურება არ ვიცი"- ამბობს დაზარალებული ბავშვების ბაბუა.

შსს-მ არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადების სქემა და დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი გამოავლინა, რომელთა შორის ბავშვების მშობლებიც არიან.













მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42