ეთნიკურად ჩეჩენი, რუსეთის მოქალაქის რამზან ახიადოვის საქართველოდან რუსეთში ექსტრადირება დღეს დილით განხორციელდა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მედიასთან ისაუბრა.
"მოცემული პირის გადაცემა დღეს დილით უკვე განხორციელდა. საქმე ეხება ექსტრადიციას ბრალდებული პირისა ტერორისტულ დანაშაულში და მათ შორის, ისლამური სახელმწიფოს ინტერესებში ხალხის მობილიზებისა და ბრძოლის ეპიზოდებში 2013-15 წლებში. ის ჩვენთან შემოვიდა თურქეთიდან, სადაც ასევე ეწეოდა ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ხელშესაწყობად საქმის აფილირებას, შეკრებასა და დაფინანსებას. ამაზე მეტს ამ დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკაშირებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ტერორიზმთან და საერთაშროისო დანაშაულთან ბრძოლა იყო, არის და იქნება ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტი, ჩვენივე სახელმწიფოს და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე" - აღნიშნა წულუკიანმა.
რამხან ახიადოვის ექტრადირების შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია საუბრობდა.
მასალის გამოყენების პირობები






