„ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ გამოწვევებს, რაც არსებობს ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში. ყოველთვის ვამბობთ, რომ ვიცით, რაც არის ჩვენი პრობლემები - ეს არის სიღარიბე, რომელიც უნდა დავძლიოთ, ეს არის დასაქმება, რომელიც უნდა გავზარდოთ - ამაზე ვმუშაობთ და ვპასუხობთ კონკრეტული პროგრამებით, მათ შორის, საბიუჯეტო პროგრამებით. NDI - ის კვლევები, რომელიც იქცა პოლიტიკური სპეკულაციებისა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების ბერკეტად, ამ თვალსაზრისით ჩვენი სახელმძღვანელო არ არის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.
მინისტრის განცხადებით, ამერიკის ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სათაო ოფისი საკმაოდ სოლიდური ორგანიზაციაა. `აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ხოლო NDI - ი ამერიკული ორგანიზაცია და ამდენად, ჩვენ კითხვები არ გვაქვს. მაგრამ,აღნიშნული ორგანიზაციის საქართველოს ოფისი საველე სამუშაოების ჩასატარებლად , ტრადიციულად, ადგილზე ირჩევს ისეთ პარტნიორებს, რომელთა შეფასებებიც ყოველთვის ხდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი და არ იწვევს დიდ სანდოობას ჩვენში" - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მასალის გამოყენების პირობები






