"საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროექტით გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები დაფინანსდება
პოლიტიკა - 15:18, 19 Sep, 2019     663

„საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროექტით საოკუპაციო გამყოფი ზოლის (აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი) მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები დაფინანსდება. პროექტს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველო“ განახორციელებს.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) პროექტის ფარგლებში სახელწოდებით, „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“, გრანტის სახით 500 000 აშშ დოლარს გამოჰყოფს, რომლითაც „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებულები დაფინანსდებიან. დამწყებ მეწარმეებს შანსი ეძლევათ საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ინოვაციურ სიახლეებზე ორიენტირებული ბიზნესები წამოიწყონ.

პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს, რომლებიც საკუთარ ბიზნეს საქმიანობას საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარედ აწარმოებენ, „USAID Zrda“ „საპარტნიორო ფონდისგან“ მიღებულ დაფინანსებას გრანტით გაუორმაგებს.

„საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია სიმბოლურად, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრში შედგა. მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი დანელიამ და „USAID Zrda“-ს ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა მოაწერეს, რომლის თანახმად, „საპარტნიორო ფონდი“ და „USAID Zrda“ საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ინვესტირებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობენ ხელს.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს USAID -ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა, „USAID Zrda“-ს ხელმძღვანელმა ქეთი ჭუმბურიძემ, ასევე „საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში მეწარმეობის განვითარება, რაშიც დიდი წვლილი სახელმწიფომ უნდა შეიტანოს. რეგიონების განვითარება „საპარტნიორო ფონდის“ სტრატეგიული მიმართულებაა და ამ მხრივ, სწორედ პრიორიტეტულია გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლების ეკონომიკური გაძლიერება, ადგილობრივების დასაქმება და ახალგაზრდების გააქტიურება. სტარტაპ იდეების განხორციელებისთვის „საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროექტი დაფინანსების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. მოხარული ვარ, რომ USAID-მა საქართველოში ამ მნიშვნელოვანი პროექტის განსახორციელებლად სწორედ ფონდის შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველო“ აირჩია“, განაცხადა გიორგი დანელიამ.

„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობასთან, „საპარტნირო ფონდთან“, „სტარტაპ საქართველოსთან“ პარტნიორობა. ჩვენ ყველა ერთად ვცდილობთ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ეკონომიკურად გაძლიერებას, სამუშაო ადგილების შექმნას, და მათთვის შემოსავლების მდგრადობის უზრუნველყოფას. ამერიკის მთავრობა ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას”, განაცხადა პიტერ ვიბლერმა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, აფხაზეთის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ზვიადაძემ, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების, USAID-ის, „საპარტნიორო ფონდის“, „სტარტაპ საქართველოს“, ადგილობრივი ბიზნეს წრეების, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ღონისძიებას სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. შეკრებილ საზოგადოებას პროექტის „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“ შესახებ ინფორმაცია „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ და „USAID Zrda“-ს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სპეციალისტმა საბა სარიშვილმა გააცნეს და დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

სტარტაპერებისთვის „საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივ პროექტში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება „სტარტაპ საქართველოს“ ოფიციალურ ვებგვერდზე www.startup.gov.ge უკვე შესაძლებელია.

„სტარტაპ საქართველოს შესახებ“:

სტარტაპ საქართველო" სს საპარტნიორო ფონდის" მიერ დაფუძნდა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს დამწყები ბიზნესის (სტარტაპების) განვითარებას საქართველოში. პროგრამასაპარტნიორო ფონდისა“ დასაქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ მიერ ერთობლივად მომზადდა. „სტარტაპ საქართველოს“ ამ დროისთვის 101 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის, 91 ინოვაციურ, 20 კი მაღალტექნოლოგიურში კომპონენტში.

„USAID Zrda“-ს შესახებ:

USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი „USAID Zrda“ არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 81 თემში. პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებს. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.facebook.com/zrda.ge ; www.zrda.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42