სკოლაში სწავლის სავალდებულო წლების რაოდენობა გაიზრდება
პოლიტიკა - 12:08, 19 Sep, 2019     3227

მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში უკვე ბევრჯერ დაანონსდა, რომ სავალდებულო საბაზო განათლება 9-დან 10 წლამდე გაიზრდება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა ადასტურებს, რომ სამინისტრო მუშაობს ახალ სარეფორმო გადაწყვეტილებაზე, რომელიც სკოლის მესამე საფეხურიდან მე-10 კლასის საბაზისო განათლების საფეხურზე ჩამოწევას გულისხმობს.

„ვფიქრობ, რომ მეათე კლასი ჩამოვიდეს საბაზო საფეხურზე, როგორც სავალდებულო წელი, ანუ გაიზრდება სავალდებულო განათლების წლების რაოდენობა. მე-11 და მე-12 კლასი კი უფრო მეტად იქნება ორიენტირებული უმაღლეს განათლებაზე და აქ ვფიქრობთ, რომ სკოლებს უფრო მეტი დიფერენცირების შესაძლებლობა მივცეთ. სკოლებს სჭირდებათ საკმაოდ კარგი მომზადება იმისთვის, რომ უფრო მეტად გამოიკვეთოს პროფილი და ის მრავალფეროვანი ინტერესები, რაც შეიძლება მოსწავლეს გააჩნდეს. როდესაც ვახსენებ პროფილს, ამაში ზუსტად ვგულისხმობ ჰუმანიტარულ ან საბუნებისმეტყველო მიმართულებას, თუმცა ვნახოთ, შეიძლება ასე მკაცრად დიფერენცირებული არ იყოს და უფრო მეტი შესაძლებლობის უფლება მივცეთ სკოლებს როგორ დაგეგმონ მე-11 და მე-12 კლასები“, – განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ რეფორმა წავა იმ მიმართულებით, რომ პროფილური განათლების კურსი შენარჩუნდეს, აქცენტი გაკეთდება არჩევით საგნებზე და მრავალფეროვან არჩევით კურსებზე.

„ჩვენ არ გვინდა, რომ ეს იქცეს იმგვარ კურსებად, როგორიც ახლა გვაქვს. რეალურად, დღეს არსებულ კურსებზე სახელმძღვანელოების და სასწავლო რესურსების პრობლემაა და ამავე დროს პედაგოგის კვალიფიკაციის პრობლემაც. აუცილებელია, რა კურსებიც იქნება შეთავაზებული, მას მოჰყვეს სახელმძღვანელო, თუ სრულყოფილი არა, მინიმუმ გზამკვლევი მაინც, სადაც დეტალურად იქნება მოცემული ყველა საჭირო ინფორმაცია პედაგოგისთვის და ამავე დროს, უნდა მოვახერხოთ პედაგოგების შესაბამისად გადამზადება. ამ ყველაფერს მთელი წინა მოსამზადებელი პერიოდი სჭირდება და არ გვინდა, რომ ასე მივიღოთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა ჩიქობავამ.

ის ფაქტი, რომ სკოლებში სწავლების საბაზო საფეხური ათწლიანი გახდება, წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემაც, მისი თქმით, დღევანდელი სკოლის მოდელი ვეღარ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს და ცვლილება აუცილებელია.

წყარო: Edu.Aris.Ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42