შეწყალებების სკანდალი - "ვინ აიღო ქრთამი ზურაბიშვილის შეწყალებებში... რომელი ტელევიზიის დირეხტორია მაგ ამბავში ჩარეული"
პოლიტიკა - 11:46, 19 Sep, 2019     6346
პრეზიდენტის სკანდალურ შეწყალებებს, საზოგადოება და ოპოზიცია აპროტესტებს. ისინი შესაძლო კორუფციაზე მიანიშნებენ და აცხადებენ, რომ მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალების სანაცვლოდ ფულია აღბული.

ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე ალაპარაკდა, თავად პრეზიდენტი კი ზედმეტ კითხვებს გაურბის.

საზოგადოების უმწვავესი პროტრესტის ფონზე ქვეყნის პირველმა პირმა შეწყალებაზე მორატორიუმი ისე გამოაცხადა, რომ არ გაუქარწყლებია ეჭვი შეწყალების სანაცვლოდ ფულის შესაძლო აღებასთან დაკავშირებით.

დუმს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნა, რომლის მისამართითაც არსებობს კითხვები. მედიაში აქტიურად მუსირებს აზრი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები გვარდება უშუალოდ დიმიტრი გაბუნიას მეშვეობით.

მაგალითად "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ნადირაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა: "წყაროს ინფორმაციით, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან უშუალოდ ფინანსურ საკითხებს. ანუ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული".

შეწყალების სკანდალს და კორუფციის ნიშნებს ხედავს "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამიაც, რომელმაც საკითხზე პოზიცია სოციალურ ქსელში დააფიქსირა:

"ახლა ის მომიყევით, ვინ აიღო ქრთამი ზურაბიშვილის შეწყალებებში (მე ვხვდები, უზუსტესად) და კიდევ, რომელი ტელევიზიის დირეხტორია მაგ ამბავში ჩარეული.

ოოო, ამბავი ამბავზე, მეხი მეხზე, კორპუსი კორპუსზე"- დაწერა ნიკა გვარამიამ.

სკანდალურ შეწყალებაზე წერს და დიმიტრი გაბუნიასა და "რუსთავი 2"-ის ამჟამინდელი დირექტორის პაატა სალიას გვარზე ამახვილებს ყურადღებას ჟურნალისტი ელისო კილაძე:

ცნობისთვის, გაბუნია-სალია ახლო მეგობრები და წარსულში პარტნიორები არიან.

"დიმიტრი გაბუნია,პაატა სალია-დაიმახსოვრეთ ეს ორი გვარი.
დადგება დრო და ორივე გასამართლდება პრეზიდენტის შეწყალების სკანდალის გამო !
როგორ შეიძლებოდა გაბუნიას მიშვება ხელისუფლებასთან
ჭკუა სად გაქვთ !

p.s.ცნობისთვის, ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატები იყვნენ ორივე ბადრის ოჯახთან დავის დროს"- წერს კილაძე.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.

პირველი შოკი და საზოგადოების განსაკუთრებული უკმაყოფილება მოჰყვა 20 წლის ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, რამაზ დევაძის შეწყალებას, რომლის კრიმინალურ წარსულზე "ნიუპოსტმა" ადრეც დაწერა.

16 სექტემბერს კი გაირკვა, რომ 34 შეწყალებულს შორის შ18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძეს იყო.

17 სექტემბერს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა მკვლელობაში მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42