„დღეს თუ ივანიშვილი აშანტაჟებს, ხვალ ქვეყნის მტერი დააშანტაჟებს,“ - ჭიჭინაძე ხაზარაძეზე
პოლიტიკა - 17:21, 18 Sep, 2019     768

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი, ისნის დამოუკიდებელი მაჟოიტარი დავით ჭიჭინაძე მამუკა ხაზარაძის განცხადებების შეფასებისას ამბობს, რომ პოლიტიკოსი, რომელიც შანტაჟს ექვემდებარება, პოლიტიკურად დამთავრებულია.

„დღეს თუ ივანიშვილი აშანტაჟებს, ხვალ ქვეყნის მტერი დააშანტაჟებს,“ - აცხადებს ჭიჭინაძე.

მისივე თქმით, ყოფილ პრემიერს, გიორგი კვირიკაშვილს ბიძინა ივანიშვილი ძალიან ენდობოდა, მაგრამ როგორც კი კვირიკაშვილი პრემიერი გახდა, აქტიურად შემოიყვანა თამაშში მამუკა ხაზარაძე და ბევრი ნაბიჯი გადადგა სწორედ ხაზარაძის სასარგებლოდ.

„საპენსიო რეფორმა, მოგების გადასახადი, იგივე ანაკლიის პორტი დაუსაბუთებელი ეკონომიკური გათვლებით და დასახელებული არადეკვატური თანხებით, - ყველაფერი ეს იქითკენ იყო მიმართული, რომ ბანკებს ის ერთი გადასახადიც უუქმდებოდათ, რითაც არიან დატვირთულნი. თავად ხაზარაძეც აცხადებდა, რომ მზად იყო საპენსიო რეფორმის თანხები თავის ბანკში განეთავსებინა და სახელმწიფოსთვის დაერიცხა სარგებელი, მაგრამ დღეს, როდესაც მთელი მსოფლიოს ბანკები მინუსის პროცესში არიან გადასულნი და ფულს იქით ქვითავენ კორპორაციებთან, ჩვენ სად ვაპირებდით ამ საპენსიო რეფორმის თანხის განთავსებას და ის რა მოგებას მოგვიტანდა, მით უმეტეს, 30 წლის მერე ვინ მიიღებდა ამ ფულს, ძალიან საეჭვოა.

მოკლედ, ძალიან ბევრი ისეთი ნაბიჯი გადაიდგა, რომელიც ჩვენს ეკონომიკას არ ადგება.

მართალია, დღეს ჩვენ ეს ფული ამოვიღეთ ეკონომიკიდან, მაგრამ სად არის წასული, როგორ იზრდება, არავინ იცის. ვიცით მხოლოდ ის, რომ საპენსიო ფონდის ხელმძღვანელობა დიდ ხელფასს იღებს,“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42