საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და შაჰინ მუსტაფაევმა სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
პოლიტიკა - 16:47, 18 Sep, 2019     634

„საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად მიმზიდველ ბაზარს წარმოადგენენ საერთაშორისო ინვესტორებისთვის, ტვირთბრუნვისთვის, ტურიზმის განვითარებისთვის. შევთანხმდით, რომ საერთაშორისო ფორუმებზე ერთობლივად წარვადგენთ ჩვენი სატრანსპორტო ლოგისტიკური დერეფნის იდეას, რათა დემონსტრირება გავუკეთოთ მის მნიშვნელობას - ჩვენ ამას ერთად უკეთ შევძლებთ, ვიდრე ცალ-ცალკე", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ეკონომიკის მინისტრ შაჰინ მუსტაფაევთან შეხვედრის შემდეგ.

ნათია თურნავას ინფორმაციით, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან საუბრის მთავარი თემა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება და გაღრმავება იყოს. მისი განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოების საკითხი სხვადასხვა სექტორებში, რომელთა შორის გამოიყო 4 პრიორიტეტული მიმართულება: ერთობლივი საწარმოები და ინვესტიციები, ენერგეტიკა, ლოგისტიკა და სატრანსპორტო გადაზიდვები, ასევე ტურიზმი.

ნათია თურნავას განცხადებით, ყოველწლიურად იზრდება საქონელთბრუნვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. მისი თქმით, საქართველოსთვის აზერბაიჯანი ძირითად სავაჭრო პარტნიორების სამეულშია. ამავე დროს იზრდება საქონლის ნომენკლატურა როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს მხრიდან.

შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით უახლოეს მომავალში ქართულ-აზერბაიჯანული ბიზნესფორუმი ჩატარდება, რაც ორი ქვეყნის ბიზნესსექტორებს ერთმანეთთან უშუალო კონტაქტის და ახალი ენერგეტიკული პროექტების განხორცილების შესაძლებლობას მისცემს, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების კუთხით. საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით, აზერბიჯანს აქვს დიდი გამოცდილება თბოენერგეტიკის განვითარების კუთხით.

რაც შეეხება ერთობლივ პროექტებს, ნათია თურნავას განცხადებით, აზერბაიჯანული კაპიტალით შექმნილი კომპანიები წარმატებით საქმიანობენ საქართველოში, ხოლო ქართული კაპიტალით შექმნილი - აზერბაიჯანში. „ბიზნესს აქვს თანამშრომლობის ტრადიცია. ჩვენი ორი სამინისტროს ამოცანაა, შევქმნათ მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო საიმისოდ, რომ ეს თანამშრომლობა განვითარდეს", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თავისი კოლეგა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42