შეწყალება ფულის სანაცვლოდ და დიმიტრი გაბუნიას კავშირი შეწყალების სკანდალურ სიასთან - ოპოზიცია პროკურატურას ერთთვიან ვადას აძლევს
პოლიტიკა - 15:52, 18 Sep, 2019     1864
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას შესაძლო კავშირები ზურაბიშვილის შეწყალებული მსჯავრდებულების ოჯახებთან - „ევროპული საქართველო“ გენერალურ პროკურატურას საქმის შესწავლისთვის ერთთვიან ვადას აძლევს.

"ევროპული საქართველოს" წევრების განცხადებით, მათ წყაროსგან, რომელიც დაკავშირებულია საადვოკატო წრეებთან მიიღეს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები გვარდება უშუალოდ დიმიტრი გაბუნიას მეშვეობით.

ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ "ამავე წყაროს ინფორმაციით, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან უშუალოდ ფინანსურ საკითხებს. ანუ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული".

დეპუტატმა ბრიფინგზე თქვა, რომ წყაროს არ აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად კორუფციულ საკითხებს გადის თუ არა დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტთან ერთად, მაგრამ აქვს ვარაუდი, რომ პრეზიდენტის გვერდის ავლით ასეთი საკითხების მოგავრება არის შეუძლებელი.

ოთარ კახიძემ კი გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე ისაუბრა:

„საქართველოს გენერალური პროკურატურის პირდაპირი ვალდებულებაა, რომ ოფიციალურად დაიწყოს აღნიშნულ საქმეზე გამოძიება. პროკურატურამ უნდა გადაამოწმოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის შესაძლო კავშირები შეწყალებული მსჯავრდებულების ოჯახებთან, მათ ადვოკატებთან და ჩაატაროს ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ამ გარემოებებს ნათელს მოჰფენს. თუ გენერალურ პროკურატურას პოლიტიკური ნება არ ეყოფა, რომ რეალური ნაბიჯები გადადგას და გამოიძიოს აღნიშნული ინფორმაციის ნამდვილობა, მაშინ „ევროპული საქართველო“ გამოვა ინიციატივით, რომ შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და ჩვენ, დეპუტატებმა გამოვიძიოთ აღნიშნული გარემოებები, თუმცა არც იმის ილუზია მაქვს, რომ „ქართულ ოცნებას“ ამის პოლიტიკური ნებაც ეყოფა. პრეზიდენტი ზურაბიშვილი არის ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ლიდერების მოყვანილი, ამიტომ პრეზიდენტის ყველა მავნებლობაზე პასუხისმგებლობა სწორედ მათ ეკისრებათ. თუ სურთ, რომ ამ ტიპის პასუხისმგებლობას დაურთონ უკვე შემდგომი შესაძლო დანაშაულში მისი შემხებლობის საკითხიც, მაშინ ნუ გამოიძიებენ. თუმცა არაფერი არ დარჩება დაფარული. საზოგადოება აუცილებლად გაიგებს, რეალურად რა მოტივაცია იდგა ამ შეწყალებების უკან. ჩვენ ერთთვიან ვადას ვაძლევთ გენერალურ პროკურატურას, თუ ერთ თვეში არ იქნება ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხები გაცემული, მაშინ დავაყენებთ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42