„გუშინ მოხდა ასეთი ფაქტი. ღამე აღმოვაჩინეთ, რომ ეს სია, რომელიც დღეს უნდა წარმედგინა საზოგადოებისთვის, აღმოჩნდა სრულად გადაკოპირებული საზოგადოებრივი არხის საიტზე. არის ორი ვარიანტი, ან ჩვენ მოგეცით ეს ინფორმაცია, რომელიც არ მოგვიცია, რადგან იყო დახურული ინფორმაცია ჩვენს კომპიუტერებში და გვინდოდა, ჩვენგან გაგეგოთ; ან ეს ინფორმაცია საზოგადოებრივმა არხმა, რომლის დაფინანსებაში თითოეული ჩვენგანი ვმონაწილეობთ, მოიპოვა სხვადასხვა არხით. ეს ინფორმაცია ამოღებული იყო ჩვენი კომპიუტერიდან, რომელიც ჩვენ გარეთ არ გაგვიცია.
ჩვენ არ ვლაპარაკობთ მედიის დამოუკიდებლობაზე, ვინ ვის მიაწოდა, მაგრამ ძალიან გასაკვირია იმ დაშვებებით, რომ ძალიან ბევრი მანქანა დაგვყვება, ძალიან ბევრი კამერა დაყენდა ყველა იმ ოფისში, სადაც ვიკრიბებით, მინდა გითხრათ ჟურნალისტებს არ ეგონოთ, რამეს ვმალავთ, ჩვენ ვიქნებით აუცილებლად გამჭვირვალეები და ასეთი მეთოდები ჩვენთვის მიუღებელია. ვინმემ არ ჩათვალოს, რომ მედიას აქვს უფლება, რაღაც ინფორმაცია მოიპოვოს და ჩვენ, ვინც ვაფინანსებთ, განსაკუთრებით საზოგადოებრივ არხს, რომელსაც უზარმაზარი ბიუჯეტი აქვს ჩვენი წყალობით, მათთან კითხვები არ გვექნება. რა თქმა უნდა, ყველა არ იგულისხმება, ის ადამიანები, ვინც ეს გააკეთა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე – 1 TV.ge-ზე გუშინ გამოქვეყნდა ინფორმაცია სათაურით – მამუკა ხაზარაძე„ლელოს“ 12 წევრს ხვალ წარადგენს, რამდენიმე მათგანის ვინაობა უკვე ცნობილია.
მასალის გამოყენების პირობები






