"დიდი დოზა ნარკოზის ბრალია"- რუსთავში დაღუპული 19 წლის გოგონას ოჯახი ექიმებს ადანაშაულებენ
შემთხვევა - 12:32, 18 Sep, 2019     1929

რუსთავში ცხვირის ოპერაციამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ოჯახი, მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა წარმოშობით სენაკიდანაა და ის თბილისში სწავლობდა.

გოგონას ბებია ფლორა შენგელია აცხადებს, რომ მის შვილიშვილი სრულიად ჯანმრთელი იყო.

"არანაირი გულის პრობლემა არ ჰქონდა... დიდი დოზა ნარკოზის ბრალია. ოპერაცია არ იყო დაწყებული, იქამდე გარდაიცვალა“, - განაცხადა გარდაცვლილის ბებიამ.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე დავით გოგოძე ამბობს, რომ 19 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი ანაფილაქსიური შოკი გახდა, რომელიც ორგანიზმში ნოვოკაინის შეყვანისთანავე განვითარდა.

მისივე თქმით, ოპერაციის დაწყებამდე პაციენტს მედიკამენტებზე შესაბამისი სინჯი ჩაუტარდა და შედეგები ოჯახის წევრებსაც გააცნეს.

საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, გოგონას რეანიმირებას 9 საათი ცდილობდნენ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

" ანესთეზიის შეყვანისთანავე განვითარდა მძიმე ანაფილაქსიური შოკი. სამწუხაროდ მდგომარეობიდან გოგონას გამოყვანა ვერ მოხერხდა. ოპერაცია დაწყებული არ იყო, წინასწარ სინჯი რა თქმა უნდა, გაკეთდა - არაფერზე რეაქცია არ ჰქონდა.

სამწეუხაროდ, არ არსებობს გარანტია, რომ შოკი არ განვითარდება.

უშუალოდ ნოვოკაინის შეყვანაზე დაეწყო შოკი. პირდაპირ ნემსის შეყვანისთანავე დაიწყო. პირველივე წვეთიდან. დაახლოებით 10 საათის განმავლობაში გაგრძელდა ", - განაცხადა დავით გოგოძემ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42