ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების მიხედვით გაგრძელდება
პოლიტიკა - 12:47, 18 Sep, 2019     1319

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი, რომელიც თაქთაქიშვილის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებული მონაკვეთის რეაბილიტაციას გულისხმობს, მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კონკრეტულ პერიოდში გაგრძელდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის განცხადებით, მერიის პოზიციაა, რომ პროექტის დროულად დასასრულებლად სამუშაოები ზამთარშიც გაგრძელდეს, თუმცა ეს საკითხი თავად ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს.

კახა კალაძემ ამ თემაზე მოსახლეობის მოსაზრების გასაცნობად ვაკის რაიონის გამგებელს, ნოდარ ტურძელაძეს, ადგილობრივებთან აქტიური კომუნიკაციის დაწყება, შესაბამის სამსახურს კი სოციალურ ქსელში გამოკითხვის ჩატარება დაავალა.

„იცით, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. იმის გათვალისწინებით, რომ ჭავჭავაძის გამზირი მოძრაობის მხრივ საკმაოდ დატვირთულია და მთლიანად დაკეტვა სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევდა, ჩვენ გამზირის რეაბილიტაცია რამდენიმე მონაკვეთად დავყავით. პირველი იყო ვარაზსიხევიდან „პიქსელამდე“ მონაკვეთი, სადაც ძირითადი სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია, ასფალტს ერთი ფენა დაგებულია. ახლა ეტაპობრივად მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. უახლოეს დღეებში დაიწყება ბორდიურისა და ტროტუარის მოწყობა. ელექტროგადამცემი კაბელები მიწის ქვეშ განთავსდება. რეაბილიტაციის შედეგად გვექნება სრულიად განახლებული გამზირი. განახლდება მოძრაობის სქემები. მოეწყობა, ასევე, საავტობუსო ზოლები და ველობილიკები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოების მეორე ეტაპი „პიქსელიდან“ რიგის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთზე მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და გაზის მილების რეაბილიტაციით დაიწყო, რომელსაც კომპანიები - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და „თბილისი ენერჯი“ ახორციელებენ.

„სამუშაოების მესამე ეტაპთან დაკავშირებით, რომელიც თაქთაქიშვილის ქუჩიდან ვაკის პარკამდე მონაკვეთის რეაბილიტაციას გულისხმობს, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის აზრის გათვალისწინება. რადგან ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და არსებობს აზრთა სხვადასხვაობა სამუშაოების გაგრძელების თვალსაზრისით, გვინდა, ვკითხოთ ადგილობრივ მოსახლეობას, ეს პროექტი წელს გავაგრძელოთ და მივიყვანოთ ბოლომდე, ანუ ვაკის პარკამდე, თუ შევწყვიტოთ კონკრეტულ მონაკვეთამდე, თაქთაქიშვილის ქუჩამდე, იქ გავაჩეროთ სამუშაოები და გაზაფხულზე განვაახლოთ. ჩემი მოსაზრებაა, რომ რადგან დავიწყეთ, რეაბილიტაციის პროცესი გაგრძელდეს და ბოლომდე მივიყვანოთ. მუშაობა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამიტომ უმჯობესია, სამუშაოები ზამთარში გაგრძელდეს, რომ გაზაფხულზე ისევ ტალახი და მტვერი არ იყოს. ნოდარ ტურძელაძეს ვთხოვ, მოსახლეობასთან კომუნიკაცია დაიწყოს და მათი მოსაზრება გაგვაცნოს. გარდა ამისა, ჩავატაროთ გამოკითხვა სოციალურ ქსელში, რა დამოკიდებულება აქვთ მოქალაქეებს ამ კონკრეტული პროქტის მიმართ. მერიის პოზიციაა, რომ პროექტი უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42