"უვარგისი ადამიანია, მე ვიცი რასაც გავაკეთებ"- დავით ოთხმეზურის მამის პირველი კომენტარი შვილის მკვლელოს გათავისუფლებაზე
პოლიტიკა - 12:09, 18 Sep, 2019     4956
მოკლული 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის მამა, გიორგი ოთხმეზური პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ, მისი შვილის მკვლკელობაში მსჯავრდებულის, ასლან ბეჟანიძეს შეწწყალების ფაქტზე პირველ კომენტარს აკეთებს.

ოთხმეზური აღნიშნავს, რომ ის პირადად იმოქმედებს და არ აკონკრეტებს ჩაჯდება თუ არა მისი ქმედება სამართლებრივ ჩარჩოში.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერმა ზურაბიშვიულს "უვარგისი" ადამიანი უწოდა.

"უვარგისი ადამიანია, არ ესმის არაფერი, მეტი აღარ მინდა. გავაკეთებ იმას არასაც მე ჩავთვლი სჭიროდ, რას გავაკეთებ ეს მე ვიცი, თუმცა ამაზე საუბარი არ მინდა"- თქვა ოთხმეზურმა.

დავით ოთხმეზური თბილისში, პეკინის გამზირისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთასთან 2004 წლის 27 ოქტომბერს მოკლეს. სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ასლან ბეჟანიძე კი 2016 წლის 26 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რამდენიმეწლიანი სასამართლო დავის შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ ბეჟანიძე ოთხმეზურის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. აღსანიშნავია, რომ საქალაქომ და სააპელაციო სასამართლომ ბეჟანიძე უდანაშაულოდ სცნო.

ამის შემდეგ დაზარალებულმა მხარემ საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

2018 წლის 2 მარტს ბეჟანიძე ისევ დააკავეს. ამავე წლის 29 მარტს კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, მას განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით. ბეჟანიძე პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულზე შეიწყალა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42