საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალების მოტივის ახსნისნა არც კი უცდია.
ზურაბიშვილმა ამ თემაზე თქვა: "შეწყალება ეს არის გარემოებების შეფასება, ეს არის შეფასება მოცემულობის და შეფასება ადამიანის, რომელიც ამავე დროს არის პრეზიდენტი, რაც არ გამორიცხავს შეცდომას".
„მე არ მელოდებოდით, მაგრამ მე აქ ვარ. ჩავთვალე, რომ საჭირო არის თქვენი მეშვეობით კიდევ ერთხელ მივმართო საზოგადოებას, მივმართო საზოგადოებას, რადგან მესმის წუხილი, როცა საზოგადოება შფოთავს, რომელიმე ჩემ გადაწყვეტილებაზე ეს ჩემთვისაც წუხილის მიზეზია, ამიტომაც გამოვედი პირველი განცხადებით ცოტა ხნის წინ და ახლა პირდაპირ თქვენთან და საზოგადოებასთან. მე მინდა ვთქვა, რომ შეწყალება არ არის, ის რაც ზოგს ჰგონია. ეს არ არის ვინმეს გამართლება, ეს არ არის ამავე დროს არც რევიზია სასამართლოსი, ეს არ არის რაღაც მეოთხე ძალაუფლება, რომელსაც აქვს სასამართლოზე ზემოთ რამე გამოცდილება. ეს არის სუბიექტური, პერსონალური, პრეზიდენტის გადაწყვეტილება - მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს არის შეფასება გარემოებების, ეს არის შეფასება მოცემულობის და შეფასება ადამიანის, რომელიც ამავე დროს არის პრეზიდენტი, რაც არ გამორიცხავს არც შეცდომას და არ გამორიცხავს რომ სხვას ჰქონდეს სხვა შეფასება ამ გარემოებების“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც მ,ედიასთან მოულოდნელად ჩამოვიდა.
მასალის გამოყენების პირობები






