საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის აცხადებს, რომ მედიაში მასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი უცხოეთში მის წარმატებულ ვიზიტებს ემთხვევა, რაც მისდი შეფასებით, ქვეყანას აზარალებს.
"ახლაც საზოგადოების წუხილი მაწუხებს, თორემ ის მედიააჟიოტაჟი, რაც ხდება რეგულარულად ჩემი უცხოეთში რომელიმე წასვლის წინ ან დაბრუნებისას, ან წარმატებული ვიზიტის დროს, ქვეყნისთვის მე მგონი, ძალიან დამაზარალებელია"- თქვა პრეზიდენტმა მოულოდნელად დაგეგმილ ბრიფინგზე.
პრეზიდენტმა "ნიუპოსტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზეც ისაიბრა, რომლის მიხედვითაც ზურაბიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან გასაიდუმლოებულ შეხვედრისთვის ემზადება.
ზურაბიშვილი ირწმუნება, რომ კონსპირაციულ შეხვედრებს არ აწყობს და მისი გაეროში ვიზიტის შესახებ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია ექნება.
„კიდევ ერთი რამ, რაც ჩემთვის ნიშანდობლივია - ხშირია ამ ტიპის აჟიოტაჟები. ამ კვირის ბოლოს მივდივარ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, სადაც უნდა იყოს მნიშვნელოვანი შეხვედრები და იმედი მაქვს, რომ წარმატებული ვიზიტი იქნება არა ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვის. ეს უნდა შევიგნოთ, რომ როდესაც მე ვარ უცხოეთში, არ ვარ მე და ვარ საქართველოს წარმომადგენელი და საქართველოსთვის კეთდება საქმე.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მე არ ვარ რჩეული არც კონსპირაციული თეორიების და არც კონსპირაციების, ამიტომ მე ჩუმად არავის შევხვდები ნიუ იორკში. თუ ვინმეს შევხვდები, მთელი ჩემი განრიგი ყველას გეცოდინებათ,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






