"ახლა პოლიტიკური და დიპლომატიური ბრძოლის დროა და გაჩუმება არ შეიძლება" - ნინო ბურჯანაძე
პოლიტიკა - 10:46, 18 Sep, 2019     2177
,,ძალიან ბევრ ადამიანს კარგად ესმის, რომ თუ არ მოხდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენი ქვეყანა ვერასოდეს განვითარდება და ვერ მიაღწევს ეკონომიკურ სტაბილურობას". - აცხადებს ,,ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.


პარტიის ლიდერი ეჭვს გამოთქვამს, რომ არსებობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც საზოგადოების გამოკითხვებში ხელოვნურად ცდილობენ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მეათე ხარისხოვან პრობლემად წარმოაჩინონ.

,,შთაბეჭდილება მრჩება, რომ შეგნებულად მიდის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაწევა ყველაზე ბოლო ადგილზე. ეს ტენდენცია იგრძნობა გამოკითხვებში. რა თქმა უნდა არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ, რომ ადამიანები აღარ აფიქრონ ეროვნულ პრობლემებზე, აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე, არამედ ცდილობენ რომ ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობა დაკავებული იყოს პირადი პრობლემებით, ვერ შეძლოს წამლის ყიდვა და ოჯახის რჩენა".

ნინო ბურჯანაძე თვლის, რომ ხელისუფლებას უზარმაზარი ძალისხმევით მუშაობა მოუწევს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მინიმალურ წარმატებას მიაღწიოს".

მან ასევე დასძინა, რომ არ სურს იყოს ოპოზიციის ოპოზიცია, მაგრამ ნინო ბურჯანაძე ,,ევროპული საქართველოს" ინიციატივას მაინც გამოეხმაურა:

,,ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები ვერ გადავდგით ვერც კონფლიქტების დარეგულირებაში, ვერც ბორდერიზაციის საკითხში, ვერაფერი გავაკეთეთ ვერც ნატოს და ევროკავშირის მიმართულებით, რუსეთან მიმართებაში ხომ საერთოდ ჭაობში ვართ. ,,ევროპული საქართველო" მუდმივად გვიმტკიცებს ნატოში შესვლის აუცილებლობას აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე. შეეცდებიან, რომ დაარწმუნონ ამაში ჩვენი თანამოქალაქეები და ტერიტორიულ მთლიანობაზე სამუდამოდ გვათქმევინებენ უარს. საქართველო კი გახდება იმ ორი სახელმწიფოს საჯიჯგნი ტერიტორია და განვითარებზე საუბარიც კი აბსურდი იქნება. მათ აწყობთ, რომ მუდმივად კონფრონტაციულ რეჟიმში ვიმყოფებოდეთ რუსეთთან. ახლა აქტიური პოლიტიკური და დიპლომატიური ბრძოლის დროა და არაფერზე გაჩუმება არ შეიძლება. ,,ევროპულ საქართველოს" სურს რუსეთმა ეკონომიკური სანქციები დაგვიწესოს,მაშინ როდესაც ქართული ეკონომიკა ძალიან არის რუსეთზე დამოკიდებული. ეკონომიკური სანქციებით ჩვენ მივიღებთ აბსოლუტურ კოლაფსს, რასაც აუცილებლად მოჰყვება ხელისუფლების ჩამოშლა. უმძიმესი პოლიტიკური და სამოქალაქო კრიზისი გარდაუალი გახდება. ამით ქვეყანას ნამდვილად არ ეშველება, მხოლოდ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია დივიდენდებს დაიწერს". - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42