საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ-საქართველოს“ გამარჯვებული პროექტის „DR.GOODS“-ის პრეზენტაცია გამართა
პოლიტიკა - 17:24, 17 Sep, 2019     829

საპარტნიორო ფონდმა“ „სტარტაპ-საქართველოს“ კიდევ ერთი გამარჯვებული პროექტის „DR.GOODS“-ის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ფონდის წარმომადგენლები, სამედიცინო სექტორი და გამარჯვებული პროექტის ავტორები დაესწრნენ.

„ვულოცავ პროექტის ავტორებს და მთლიანად სამედიცინო სფეროს ასეთი მნიშვნელოვანი საწარმოს გახსნას, რადგან საქართველოში პირველად ხდება ამ ტიპის სამედიციო პროდუქციის წარმოება. საწარმო კონკურენტული ფასებით შესაძლებლობას მისცემს სამედიცინო დაწესებულებებს, იმპორტი საქართველოში დამზადებული პროდუქციით ჩაანაცვლონ“, აღნიშნა დავით საგანელიძემ.

ახალი კომპანია „დოქტორ გუდსი“ საქართველოში პირველად იწყებს სამედიცინო ტექსტილის წარმოებას და მომხმარებელს სამედიცინო მომსახურებისთვის სტერილურ და არასტერილურ პროდუქციას შესთავაზებს.

საწარმო სამედიცინო სექტორს სხვადასხვა სახის პროდუქციით უზრუნველჰყოფს. მისი ძირითადი მიმართულებებია: ქირურგიული თეთრეულის ყველა ტიპის ნაკრები, გადასაფარებლები, ზეწრები, ქირურგიული შემოფარგვლები, ქირურგიული ხალათები. პროდუქცია მთლიანად საქართველოში დამზადდება. ეს არის პირველი ქართული საწარმო, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს.

კომპანიის მიზანია საქართველოში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს უმაღლესი ხარისხის, კონკრეტულ საჭიროებაზე მორგებული პროდუქტები შესთავაზოს, შეამციროს მათთვის მიწოდებისა და წარმოების ვადები, ფინანსური დანახარჯები და ადგილობრივი წარმოება განავითაროს. საწარმოში სტერილიზაციის კლასი რეგისტრირებულია ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ.

კომპანია პირველ ეტაპზე 15 ადამიანს დაასაქმებს, მოგვიანებით კი განვითარების გეგმის მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობაც გაორმაგდება.

„სტარტაპ-საქართველოს “ ახალ პროექტში ინვესტიცია 100 000 ლარს შეადგენს.

„სტარტაპ-საქართველოს“ ამ ეტაპზე 101 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის, 81 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის. გამარჯვებული სტარტაპ იდეების განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42