"გაეროსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის საშუალებით, მოხერხდა ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან მებრძოლი სამართალდამცავი უწყებების ძალისხმევა" - ლაშქარაძე
პოლიტიკა - 17:18, 17 Sep, 2019     451

„კონტეინერების კონტროლის პროგრამის“ საშუალებით, მოხერხდა ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან მებრძოლი სამართალდამცავი უწყებების ძალისხმევისა და რესურსების გაერთიანება“, - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის (კონტეინერების კონტროლის პროგრამა) შავი ზღვის რეგიონის მმართველი საბჭოს მეორე რეგიონულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, საბაჟო ორგანოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ნარკოტიკული საშუალებების გადაზიდვის თემა. მისი თქმით, ამ მხრივ, მხოლოდ ქვეყნის შიგნით სამართალდამცავი ორგანოების ძალისხმევის გაერთიანება საკმარისი არაა და საჭიროებს აქტიურ ჩართულობას როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონულ დონეზე.

"მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მოქმედი დანაყოფების ჩართულობა არ შემოიფარგლება მხოლოდ რეგიონული პარტნიორობით. მაგალითად, ჩვენი თანამშრომლების მიერ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე, კანადაში გამოვლინდა ნარკოტიკული საშუალება „ოპიუმის“ დიდი ოდენობა. აგვისტოში, ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე თელ-ავივის აეროპორტში ისრაელის საბაჟომ ამოიღო 22,2280 კოლოფი სიგარეტი. ასევე, განსაკუთრებით აღსანიშნავია მიმდინარე წელს, გერმანიიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ჩართულობით, დიდი ოდენობით „ჰაშიშისა" (9კგ) და ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილების ამოღების ფაქტი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მსგავსი ინსტრუმენტები კიდევ უფრო ხელს შეუწყობს „კონტეინერების კონტროლის პროგრამის“ ფარგლებში მოქმედი დანაყოფების ეფექტურ საქმიანობას“, - აღნიშნა ვახტანგ ლაშქარაძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც აღნიშნული პროგრამა დაინერგა და წარმატებით მიმდინარეობს. ამჟამად, მოქმედებს 3 უწყებათაშორისი კონტროლის დანაყოფი, (საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ტვირთების კონტროლისთვის) რომლებშიც მებაჟე-ოფიცრებთან ერთად, ტვირთების და სატრანსპორტო საშუალებების კონტროლს, ერთობლივად ახორციელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების, ასევე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები. საერთო ჯამში, სამივე დანაყოფში მუშაობს 21 თანამშრომელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42