„ომეგა ჯგუფი“ მამუკა ხაზარაძეს პასუხობს
პოლიტიკა - 16:23, 17 Sep, 2019     1597

პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ დაფუნძებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ „მთავარ არხზე“ გაკეთებულ განცხადებას, რომ 2016 წლის 21 და 22 აპრილს ადგილი არ ჰქონია „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების კუთვნილი 4 მილიონი ლარის შესაბამისი ვალუტის თი ბი სი ბანკიდან უკანონოდ გაცემას, „ომეგა ჯგუფი“ ეხმაურება.

„2019 წლის 15 სექტემბერს, ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემა „მთავარი აქცენტების“ სტუმარმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2016 წლის 21 და 22 აპრილს ადგილი არ ჰქონია „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების კუთვნილი 4 მილიონი ლარის შესაბამისი ვალუტის თი ბი სი ბანკიდან უკანონოდ გაცემას, რასაც შედეგად მოჰყვა აღნიშნული თანხის გამოძალვა. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, აღნიშნული თანხა გაიცა დირექტორებზე, რომლებსაც დიდი ხნის საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ თიბისი ბანკთან და ამასთან, თანხის გაცემა განხორციელდა სამუშაო პერიოდში.

აღნიშნული განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ თანხა ნამდვილად გაცემული იქნა იურიდილი პირებისთვის განკუთვნილი მომსახურების საათეების დასრულების შემდეგ, რასაც ადასტურებს სალაროს გასავლის ორდერი და არც შესაბამისი დირექტორები იყვნენ თიბისი ბანკის ამ ოპერაციამდე საქმიან ურთიერთობებში, TBC ბანკს არ გააჩნდა არავითარი უფლება ეს თანხა გაეცა, თანხის გაცემისთვის აუცილებლი სათანადო დოკუმენტაციის არქონის გამო, რაც საბოლოოდ განხორციელდა ყოფილი გენერალური პროკურორის - ოთარ ფარცხალაძის და იმდროინდელი ბიზნესოომბუდსმენისა და დღევანელი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ ბანკის მენეჯმენტზე, მათ შორის უშუალოდ, პირდაპირ მამუკა ხაზარაძეზე განხორციელებული ზეწოლის და მითითების შედეგად.

,,უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად (5.2. ,,ი“ და 6.10 მუხლების მოთხოვნები), ბანკი ვალდებული იყო განეხორციელებინა მონიტორინგი და მოეხდინა ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, მიეღო გონივრული ზომები მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით. ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია კი ,,თიბისი ბანკს“ არც 2016 წლის 21 აპრილს და არც 22 აპრილს არ მოუხდენია და ვერც მოახდენდა, იმ მიზეზის გამო, რომ ბანკისთვის წარდგენილი არ ყოფილა ე.წ. ,,ინქუმბენსის სერთიფიკატი“, რომელიც სავალდებულოა კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიცირებისათვის. ამგვარი სერთიფიკატი გაცემული იქნა მხოლოდ 2016 წლის 28 აპრილს, ხოლო ნოტარიულად დამოწმებული და „თიბისი ბანკში“ წარდგენილი იქნა 2016 წლის 17 მაისს . ეს დოკუმენტაცია თი ბი სი ბანკისთვის არ იყო წარდგენილი იმ მიზეზით, რომ არ განხორციელებულიყო „ომეგა ჯგუფის“ კუთვნილი თანხების იძულებითი დაუფლება - მოთხოვნა, რომელიც ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილისგან მოდიოდა.

შესაბამისად, მამუკა ხაზარაძის განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან თი ბი სი ბანკის უფლებამოსილმა პირებმა 4 მილიონამდე თანხის გაცემით უხეშად დაარღვიეს საბანკო სფეროში მოქმედი კანონდებლობა,“ - ნათქვამია „ომეგა ჯგუფის“ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42