ქარდავას თქმით, ის 5% რომელიც ამბობს რომ ქვეყანა კარგად ვითარდება და თავს კარგად გრძნობენ, ივანიშვილის კლანის წევრები არიან:
"როდესაც კვლევებს აქვეყნებენ პირველი რასაც ვაკვირდები ეს არის კითხვა - როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა. ასეთი კატასტროფული შედეგი, როცა საქართველოს მოსახლეობის ნახევარი ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება აქამდე არ ყოფილა... ამ ფონზე ეკონომიკა, სიღარიბე-სიღატაკესთან დაკავშირებული მოსახლეობა ამახვილებს ყურადღებას, რომ არის კადასტროფული მდგომარეობა. მხოლოდ 5 % ამბობს, რომ კარგად არის. ეს ხუთი პროცენტი არის ბიძინა ივანიშვილის კლანი, რომელებმაც კორუფციის შედეგად 2 "კაპიკი" იშოვა. დანარჩენი საქართველო დანარჩენი მოსახლეობა არის უკიდურეს მდგომარეობაში. ეს აცენა NDI- ის კვლევებმა"- განაცხადა ქარდავამ.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 49 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. კვლევის თანახმად, 30 პროცენტს მიაჩნია, რომ არ იცვლება, გამოკითხულთა მხოლოდ 18 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა და CRRC–საქართველომ კვევლა ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. 2,131 ადამიანთა, შერჩევის საფუძველზე ინტერვიუ პირისპირ შედგა.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ეკონომიკასთან, ჯანდაცვასთან, ქალების პოლიტიკურ მონაწილეობასთან და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული მიგნებები. კვლევის პოლიტიკური ნაწილი 19 სექტემბერს გამოქვეყნდება.
მასალის გამოყენების პირობები






