"ტოქსიკური ძალა ხართ... ძალიან აუტანლები გახდით" - ცქიტიშვილი ოპოზიციას
პოლიტიკა - 14:23, 17 Sep, 2019     1064
"ქართული ოცნების" წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრებს დაუპირისპირდა და მათ "პოლიტიკური ტოქსიკური ძალა" უწოდა.

„პროდასავლურობა და პროევროპულობა არ გამოიხატება იმ სწორხაზოვნებაში და პრიმიტიულ, პოლიტიკურ აზროვნებაში, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ. არამედ გამოიხატება იმ მრავალფეროვნებაში, რომელიც ამ ქვეყანაში და თუნდაც ამ პარლამენტში არის. თუნდაც იმაში, რომ თქვენი ატანა გვიწევს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად ძალიან აუტანლები გახდით, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, რომ საქართველოში ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია, თუნდაც ანტიდასავლური"- თქვა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციას პარლამენტის თავმჯდომარემ ადრე სახელი დაარქვა - ტოქსიკური ძალა.

"ზუსტად რომ პოლიტიკური ტოქსიკური ძალა ხართ და ყველაზე გულწრფელ პროტესტსაც კი ამახინჯებთ. არ ვართ იდეალურები, ძალიან ბევრი შეცდომა გვაქვს დაშვებული 7-8 წლის განმავლობაში. ეს შეცდომები ჩვენი შეცდომებია, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ყველა ის პროტესტი, რომელიც ჩვენს მიმართაა წარმოქმნილი, რომელიც შეიძლება ძალიან ლეგიტიმური და გულწრფელი იყოს, თქვენ დაამახინჯეთ და აქციეთ მანიპულირების იარაღად, რომელიც თითქოს თქვენ გაძლევთ პოლიტიკურ ქულებს, რაც, საბოლოო ჯამში, თქვენი ფრუსტრაციით დამთავრდება. თქვენ რეალურად დამთავრდებით, არა იმიტომ, რომ თქვენ დაგამთავრებთ ვინმე, არამედ პოლიტიკურად დამთავრდებით. ღმერთმა დაიფაროს საქართველო თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის განმეორებისგან. ეს ასევე ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, იმიტომ, რომ ჩემთვის თქვენ ერთი ძალა ხართ, უბრალოდ, განსხვავებული ელფერი შეიძინეთ, ცდილობთ, ერთმანეთს გაემიჯნოთ, მაგრამ ვერ გაემიჯნებით, თქვენ ერთი პოლიტიკური დანაშაულის ნაწილები ხართ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42