"შეშინებული ჩიტების ჟღურტულს მახსენებს თქვენი ხმები და უნდა გეშინოდეთ, ცუდი დღე გაგითენდათ" - სამადაშვილი უმრავლესობას (ვიდეო)
პოლიტიკა - 13:27, 17 Sep, 2019     1188

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას მიმართავს: "იმედია, ხმაურით არ შეხვდება უმრავლესობა ჩემს გამოსვლას, რადგან ხმაური რომ იწყება, ცოტათი შეშინებული ჩიტების ჟღურტულს მახსენებს თქვენი ხმები და უნდა გეშინოდეთ, ცუდად გაქვთ საქმე, ცუდი დღე გაგითენდათ".

დეპუტატი ამბობს, რომ ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის განაჩენია ის შედეგები, რომელიც NDI-იმ დღეს გამოაქვეყნა:

„ყოველდღე დასავლეთის პრესას ვერ გადაშლის ადამიანი, რომ თქვენ პოლიტიკურ პატრონ ბიძინა ივანიშვილს ამერიკულ პრესაში ან ავაზაკი არ უწოდოს ვინმემ ან დემოკრატიის მტერი. დღეს დილას „ენდიაიმ“ გამოაქვეყნა შედეგები, რომელიც არის თქვენი პოლიტიკური გუნდის პოლიტიკური განაჩენი. 20 ივნისის სისხლიანი ღამის ჯალათების დასჯის ნაცვლად, ხელისუფლება იმ ადამიანებზე, ვინც არიან დაკავებული, ახორციელებს სისტემატიურ ზეწოლას, რათა მიიღოს ჩვენებები, რომელიც სჭირდება პოლიტიკური საქმეების შესაკერად პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ. ჩვენ ამაზე გვაქვს სრული ინფორმაცია. ვიცით, ძალიან კარგად, რაც ხდება დახურულ კარს მიღმა და ვიცით, რა გეგმები აქვს ხელისუფლებას. გარდა იმისა, რომ ურცხვად აწარმოებთ ზეწოლას დაკავებულ ადამიანებზე, ახლა უკვე ხელისუფლებამ დაიწყო ზეწოლა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც იცავენ 20 ივნისის დაშავებული ადამიანების უფლებებს და ამისთვის ჩართო „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად ქცეული სახელმწიფო მანქანა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ასევე თქვა, რომ ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქორეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრ „ემპათიაზე“ ჯანდაცვის სამინისტრო ზეწოლას ახორციელებს.

„არსებობს ასეთი ორგანიზაცია - წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“. როდესაც ჩავდივარ საოკუპაციო ხაზთან და ვხვდები თქვენგან მიტოვებულ ადამიანებს მიტოვებულ სოფლებში, ვხვდები, რომ ყველა მათგანი ამ ცენტრის მადლობელია. ცენტრი ეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც არიან რუსული ოკუპაციის მსხვერპლი, არიან ნაწამები იმ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, რომლის მიმართაც სანქციების შემოღებას თქვენ გუშინ მხარი არ დაუჭირეთ. არ დაუჭირეთ მხარი ცენტრს, რომლის მსხვერპლებისთვის უშუალო დახმარების გარდა, მათ მიერ მიცემული ჩვენებები გამოყენებულია მათ შორის სტრასბურგში, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასაცავად.

თქვენმა ხელისუფლებამ, ჯანდაცვის სამინისტრომ გამოუცხადა ომი, მიუგზავნა კომისია, ცდილობს, რომ ამ ორგანიზაციას წაართვას ლიცენზია და ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც ამ ცენტრმა განაცხადა მზადყოფნა, რომ 20 ივნისს თქვენ მიერ თვალებდათხრილი ადამიანებისთვის გაეწია სამართლებრივი დახმარება. ეს არის თქვენი რეალური სახე და ახლა გინდა, იყვირეთ და გინდა, ნუ იყვირებთ. რადგან ამას აკეთებს თქვენი ხელისუფლება, მაინტერესებს, ამ პარლამენტში არსებობს ჯანდაცვის კომიტეტი, დაინტერესდეს და მოიწვიოს საკომიტეტო მოსმენაზე ჯანდაცვის მინისტრი, თუ რა თქმა უნდა, მოიცლის პაციენტებისგან, არ ვიცი, რით არის დაკავებული ეკატერინე ტიკარაძე, ბიძინა ივანიშვილია პირადი კბილის ექიმი და ჩააბაროს ანგარიში პარლამენტს. კეთილი ინებოს და გვითხრას, რატომ ხორციელდება ადმინისტრაციული ზეწოლა ცენტრზე, რომელიც სხვა საქმეებს შორის, ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე დებს ექსპერტიზას, რომელსაც იყენებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, იყენებს სტრასბურგი იმისთვის, რომ დაიცვას ჩვენი მოქალაქეების უფლებები, მოქალაქეების, რომლებიც მიტოვებული არიან საკუთარი ხელისუფლებისგან“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42