"გაზრდილი საბჭოთა ნოსტალგია და რუსული პროპაგანდა... "ოცნება "პატრიოტთა ალიანსს" თავის მოკავშირე ძალად იყენებს, რომელიც რუსეთის აგენტია"- ხარშილაძე NDI-ს კვლევას აფასებს
პოლიტიკა - 12:47, 17 Sep, 2019     954
ექსპერტი ნოდარ ხარშილაძე ამრიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალ კვლევას "ნიუპოსტთან" აფასებს.
"გრასის" წევრი კვლევის იმ ნაწილს გამოჰყოფს, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 78 პროცენტისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია, ნატო-ში გაწევრიანებას კი, 71 პროცენტი უჭერს მხარს.
მიუხედავად აღნიშნული შედეგისა, პოლიტოლოგი რუსულ გავლენებზე ამახვილებს ყურადღებას და ოკუპანტი ქვეყნის გავლენებს სახიფათოს უწოდებს:
"რაც ჩემთვის მნიშვნელკოვანია, მცირე კლებაა დასავლური ინტეგრაციის ნაწილში, თუმცა მხარდაჭერა ისევ მაღალია. სამწუხაროდ, ასევე გაზრდილია საბჭოთა ნოსტალგია. ეს იმის შედეგია, რომ სამწუხაროდ რუსული პროპაგანდა გამალებული ტემპებით მიმდინარეობს საქართველოში, რაც როგორც ჩანს, უფრო შედეგიანია ვიდრე ჩვენი საინფორმაციო პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ძალიან სუსტად აქვს და თითქმის არ აქვს. ჩვენი ნაბიჯები ძალიან სუსტია და ვერ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გავამყაროთ პოზიციები პროდასავლურმა დისკუსმა, ამიტომ სახიფათოა ეს ყველაფერი. ჯერ-ჯერობით დიდი უმრავლესობა 2,3-ზე ეტი საქართველოს მოსახლეობის მხარს უჭერს ნატოში ინტეგრაციას და ეს საგრძნობია, მაგრამ გრტძელვადიან პერსპექტივაში ეს არის მისახედი პრობლემა, რადგან რუსული პროპაგანდა არამარტო საქართველოში, არამედ ევროპის ბევრ ქვეყანაში საკმაოდ ეფექტიანად ცდილობს და ზოგ შემთხვევაში გამოსდის კიდევაც, რომ ძირი გამოუთხარონ ე.წ. ევროპულ ტრადიციულ ფასეულობებს, ანუ ლიბერალური ევროპის იდეას. ჩცენთან კი, სადაც ეს იდეა ბოლომდე ფეხმოდგმული არ არის, ბევრად უფრო ფხიზლად უნდა ვიყოთ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ - სახელმწიფოს გასააქტიურებელი აქვს საინფორმნაციო პოლიტიკა და სამწუხაროდ დღეს ვხედავთ ამის აბსოლუტურად საპირისპირო ნაბიჯებს ვხედავთ. "ქართული ოცნება" "პატრიოტთა ალიანსს" თავის მოკავშირე ძალად იყენებს, რომელიც რუსეთის პირდაპირი გავლენის ქვეშ არის და მისი აგენტია, რადგან ისინი მოსკოვში დადიან დავალებების მისაღებად. ეს არის ყველაფერ ამის შედეგი"- განუცხადა "ნიუპოსტს" ხარშილაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42