"ხელისუფლებას ორი მსხვილი საერთაშორისო ინვესტორი წარუდგინეთ" - "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 12:53, 17 Sep, 2019     816

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ინფორმაციით, ხელისუფლებას ორი მსხვილი საერთაშორისო ინვესტორი წარუდგინა - ამის შესახებ განცხადებაშია აღნიშნული.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ თავს შეიკავებს მხარეთა შორის ჩვეულებრივი ორმხრივი კომუნიკაციის ფარგლებში სამინისტროსთან გამართული, კონფიდენციალური განხილვების თაობაზე კომენტირებისგან; ასევე განხილვებთან დაკავშირებით სხვა პირების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე კომენტირებისგან. კონსორციუმი აგრძელებს ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას პროექტთან დაკავშირებულ ყველა მხარესთან, მათ შორის სამინისტროსთან, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესასრულებლად.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კონსორციუმმა ცოტა ხნის წინ წარუდგინა სამინისტროს ორი მსხვილი საერთაშორისო ინვესტორი, რომელთაც, უკვე გაცხადებულ ინვესტორებთან – ამერიკულ SSA Marine-თან და ქართულ „თიბისიეიჩ ანაკლიასთან“ ერთად, პოტენციურად შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა კონსორციუმის გაძლიერებაში.

კონსორციუმი ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით დაწყებული კომუნიკაციის ლოგიკური გაგრძელება იქნება, თუ სამინისტრო ოფიციალური წერილებით დაუდასტურებს ზემოხსენებულ პოტენციურ ინვესტორებს, რომ მათ მიესალმებიან პროექტში და ექნებათ სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა.

უკვე დროა, ყველა დაინტერესებულმა და ჩართულმა მხარემ გააერთიანოს ძალები, რათა ეს სტრატეგიული პროექტი წარმატებით განხორციელდეს. კონსორციუმი მიესალმება სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ყველა პოზიტიურ ნაბიჯს, რამაც შეიძლება ბიძგი მისცეს პროექტის შემდგომ სწრაფ განვითარებას – საქართველოს ზოგადი საერთო წარმატებისთვის" - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42