„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 78 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ბოლო პერიოდში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერთა მხრივ სტაბილურობა ფიქსირდება.
კითხვაზე მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 14 პროცენტი პასუხობს, რომ მიუღებელია, 78 პროცენტი – მისაღებია, 8 პროცენტი – არ ვიცი.

კვლევაში კითხვა ნატო-ში გაწევრიანების შესახებაც დაისვა. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა კვლავ მტკიცე და მაღალია - 71 პროცენტი.
კითხვაზე მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, გამოკითხულთა პასუხები ასეთია: 17 პროცენტი - მიუღებელია, 71 პროცენტი- მისაღებია, 11 პროცენტი - არ ვიცი.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.
„ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

მასალის გამოყენების პირობები






