„სჯობს, დრომდე მაინც დუმილის უფლება გამოიყენოს ლელოს გა(მ)-ზღვა-ვებელმა“ - ნატო ჩხეიძე მამუკა ხაზარაძეზე
პოლიტიკა - 20:17, 16 Sep, 2019     1401

დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის „მთავარ აქცენტებში“ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაუება და სოციალურ ქსელში წერს:

„სერიიდან: აბა, შეხედეთ.

ქართული ანდაზა: ქურდს რომ ყური უგდო, დღეში ასჯერ გამოტყდებაო.

გუშინდელ „მთავარ აქცენტებში“ „მთავარ არხზე“ მთავარმა დირექტორმა „ჰასტინგსის“ მაგიდის მთავარ შემომტანს საქართველოში, ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა დაუსვა:
ბანკიდან მილიონები რად გაატანეთ კომპანიას კანონის დარღვევითო?

ბ- ნი ხაზარაძის რაც შეეძლო დამაჯერებელი ტონით გაცემული პასუხი იყო ასეთი :

“არანაირი დარღვევა ბანკის მხრიდან არ ყოფილა, რადგან თანხა გატანებული იქნა იმ კლიენტზე, რომელსაც დიდი ხანია ჩვენთან ჰქონდა ანგარიში... “

და მეტი დარწმუნებისთვის, მისი თქმით შიდა გამოძიების ჩატარების შედეგები გვამცნო და მერე უფრო
დაგვიბეჯითა:

“თანხის გატანა აუცილებლად მოხდებოდა ყველა ვითარებაში, მით უფრო იმ პირობებში, როცა დიდი ხნის ბანკისა და კლუენტის ურთიერთობა გაქვს და ყველა იცნობს ერთმანეთს... “

ცნობისათვის: კომპანია გაიხსნა 19 აპრილს, დირექტორები მივიდნენ ბანკში 21 აპრილს. სულ 2 დღის გახსნილი ანგარიში გამოდის.

ეს დირექტორები კი მანამდე სულ სხვა კომპანიის მენეჯერები იყვნენ და ფინანსურ ოპერაციებში მონაწილეობას საერთოდ არ ღებულიბდნენ.

და თბს ბანკის კლიენტებიც არ ყოფილან, იქ არც ხელფასი ერიცხებიდათ და არც კრედიტი გამოუტანიათ.

ფაქტობრივად, იმ დღეს პირველად მივიდნენ მარჯანიშვილზე მდებარე თბს ბანკის მთავარ ოფისში.

ბანკისა და კლიენტის დიდი ხნის ურთიერთობა ნეტავ, რის მიხედვით დაითვალა ბ- მა ხაზარაძემ და მისმა შიდა გამოძიებამ?

შეგონება: სჯობს დრომდე მაინც დუმილის უფლება გამოიყენოს ლელოს
გა(მ)-ზღვა-ვებელმა, თორემ რაც მეტს იღაღადებს ამ თემაზე ბ- ნი ხაზარაძე, მით მეტად და მეტად გაიხლართება“.

შეგახსენებთ: „ომეგას სკანდალში“ ერთ-ერთი ეპიზოდი თი ბი სი ბანკიდან რამდენიმე მილიონის უკანონოდ გატანას ეხებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42