ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ე.წ. გამყოფ ხაზთან შექმნილ მდგომარეობაზე პრესრელიზს ავრცელებს
პოლიტიკა - 19:23, 16 Sep, 2019     1235

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სადაც წერია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყურადღებით აკვირდება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, ჩორჩანა-წნელისის რაიონში მიმდინარე მოვლენებს.

24 აგვისტოს შემდეგ მისია მუდმივად წარმოდგენილია ადგილზე. მედიის მხრიდან სიტუაციისადმი ინტერესის გამო და გავრცელებული ზოგიერთი არაზუსტი ცნობის გასაქარწყლებლად, მისიას სურს, გააზიაროს შემდეგი ინფორმაცია.

გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში მისიამ შენიშნა საღებავებით მონიშნული ხეები წნელისისა და ჩორჩანას შორის რაიონში. მისია აფასებს ამას როგორც „ბორდერიზაციის“ მახასიათებელს. ამის მიუხედავად, აღნიშნულ მონიშვნებზე არც ერთ მოქმედ მხარს პასუხისმგებლობა არ აუღია.

20-24 აგვისტოს შორის სოფელ წნელისის შემოგარენში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ შეიქმნა ახალი ქართული სადამკვირვებლო პოსტი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნით, პოსტი განთავსებულია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზიდან დაახლოებით 240 მეტრში თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე.

როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, სამხრეთ ოსეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურმა გასულ კვირას შექმნა ახალი პოზიციები და განათავსა ბორდერიზციის რამდენიმე ნიშანი, მათ შორის „მწვანე ნიშანი“ და დროშები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის თბილისის მიერ ადმინისტრირებულ მხარეზე.

აღნიშნული ნიშნები ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს 1,3 კილომეტრითაა დაშორებული. ამავე დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩორჩანას ტყის რაიონში ასევე გააძლიერა თავისი ყოფნა.

მისია აღნიშნავს, რომ ჩორჩანა-წნელისის რაიონში შეიარაღებული ძალოვანი აქტორების მნიშვნელოვანი წარმომადგენლობაა.

„ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ რამდენიმე ახალი პოზიციის შექმნა, ასევე შეიარაღებული პერსონალის კონცენტრაცია დაპირისპირების ალბათობას ზრდის და საფრთხეს უქმნის სტაბილურობას.

გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენება ინფორმაციის გასაცვლელად და საკითხებზე რეაგირებისთვის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ.

29 აგვისტოს შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთო-მ დაძაბულობის განსამუხტად და დეესკალაციისთვის შესაძლო კონკრეტული გზების განსასაზღვრად, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ოთხი რიგგარეშე ტექნიკური შეხვედრა გამართა. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა ერგნეთში 13 სექტემბერს შედგა, რომელიც პროფესიონალურ ატმოსფეროში გაიმართა, თუმცა პოზიციები ურთიერთსაწინააღმდეგო დარჩა. პოზიტიურია, რომ ყველა მონაწილემ დაადასტურა ზოგიერთი საბაზისო პრინციპის მხარდაჭერა ჩორჩანა-წნელისის რაიონში ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და მზადყოფნა გამოთქვა მშვიდობიანი დარეგულირების გზის მოსაძებნად. მნიშვნელოვანია, რომ ეს ვალდებულებები აისახოს ადგილზე ფაქტობრივ ქმედებებზე.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ორი გამშვები პუნქტი, ოძისი და სინაგური 2019 წლის 4 ოქტომბრის 20:00 საათის შემდეგ დაკეტილი რჩება. არ ყოფილა კონკრეტული მინიშნება, თუ როდის გაიხსნება ისინი, ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების ძალებმა პუნქტების დაკეტვა ჩორჩანა-წნელისის რაიონში მიმდინარე მოვლენებს დაუკავშირეს.

„მისია აღნიშნულ ზომებს განიხილავს როგორც გადაადგილების დამაზარალებელ შეზღუდვას, რაც უარყოფითად აისახება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობაზე, განსაკუთრებით კი აზარალებს ახალგორის ველზე მცხოვრებ მოსახლეობას ან იმ პირებს, ვისაც ახალგორის ველზე რეგულარულად უწევთ მიმოსვლა“, – ნათქვამია პრესრელიზში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, დახურული გამშვები პუნქტების გავლით ორივე მიმართულებით დღეში 400-მდე გასვლა ხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42