ინტერნეტ სივრცეში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობის შესახებ ყალბი გვერდები იქმნება, რომელიც მთლიანად ეროვნული ბანკის წინააღმდეგ ნეგატიური პროპაგანდას ეძღვნება. გვერდი აქტიურად აშიარებს კობა გვენეტაძის ყველა განცხადებას, რომელიც მას ეროვნულ ვალუტაზე გაუკეთებია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი ამბობს, რომ გვენეტაძის დისკრედიტაცია მრავალი მხარის ინტერესში შედიოდეს.
„ეროვნულ ბანკს აქვს კანონით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები, რომელიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი შესაძლებლობებისა და ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში. დანარჩენზე, დასპონსორებულ გვერდებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. არ ვიცი, შეიძლება ძალიან ბევრი მხარე იყოს, ვისაც აწყობს ეროვნული ბანკის დასუსტება. მთავარია ის, რომ ეს ქვეყანას არ აწყობს ", - აცხადებს მესტვირიშვილი.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ თავდასხმის უკან ხელისუფლება დგას. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ გვენეტაძეს თანამდებობა დაატოვებინონ.
მასალის გამოყენების პირობები






