ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა
პოლიტიკა - 17:26, 16 Sep, 2019     576

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფებოდა, სადაც ასფალტის პირველი ფენის დაგების შემდეგ, საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგა. ასფალტის საფარის დაგების შემდეგ, დღეს, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ტერიტორია დაასუფთავა და გზა მორეცხა.

თბილისის მერის თქმით, ვარაზის ხევიდან „პიქსელის“ შენობამდე არსებულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა, დაპირებისამებრ, დათქმულ ვადაშია აღდგენილი.

„16 სექტემბერს, როგორც ეს პროექტით იყო გათვალისწინებული და მოსახლეობას დავპირდით, ჭავჭავაძის გამზირზე - ვარაზის ხევიდან „პიქსელის“ შენობამდე, საავტომობილო მოძრაობა აღდგა. აქ გზის საფარი ქვედა ფენა დაგებულია, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სამუშაოები დასრულებულია. სამუშაოები გრძელდება და დღეს დაიწყება ბორდიურის მოწყობა. პარალელურად, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. გზის საფუძველი მზადდება იმისთვის, რომ ახალი ტროტუარი მოეწყოს. ასევე, რეაბილიტირებულ ტერიტორიაზე დამონტაჟდება LED განათების სისტემა. რაც შეეხება პროექტით გათვალისწინებულ მეორე ეტაპის სამუშაოებს, ის „პიქსელის“ შენობიდან რიგის ქუჩამდე გრძელდება. აღნიშნულ მონაკვეთზე მუშაობა დაასრულა „თბილისი ენერჯიმ“, ხოლო „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამუშაოებს კვირის ბოლოს დაასრულებს და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყება. ჩვენ მოსახლეობას მივაწვდით ინფორმაციას ამ კონკრეტულ მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილების სქემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვარაზის ხევიდან „პიქსელის“ შენობამდე არსებულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად, მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით აღდგა. ვაკიდან მელიქიშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას, ტრანსპორტი გადის აბაშიძის ქუჩას, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირს მირცხულავას, ბაზალეთის ან ერისთავის ქუჩებიდან უკავშირდება. კეკელიძის ქუჩის მხრიდან ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრავი ტრანსპორტიც ჭავჭავაძის გამზირზე ამავე ქუჩებიდან უხვევს.

ნაწილობრივ შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. ავტობუსები N9 და N59, ასევე მიკროავტობუსები N32, N35, N120, N126, N137, N170, N171 და N202 აბაშიძის ქუჩიდან უხვევენ ბაზალეთის ქუჩაზე, საიდანაც ჯერ ჭავჭავაძის გამზირს, შემდეგ კი - მელიქიშვილის ქუჩას უკავშირდებიან. ისინი უკუმიმართულებით გადიან კეკელიძის, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩებს, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირზე ხვდებიან.

შატბერაშვილის ქუჩიდან სადგურის მოედნისკენ მოძრავი N66 ავტობუსი მრგვალი ბაღიდან ჯერ ერისთავის, შემდეგ კი ფალიაშვილის ქუჩაზე უხვევს და ჭავჭავაძის გამზირს ბაზალეთის ქუჩიდან უკავშირდება.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი, ასევე, საკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42