"რუსული ხელისუფლება ქვეყანას დაეპატრონა და საკუთარი მედიასაშუალებებით ცდილობს გზა-კვალი აუბნიოს მოქალაქეებს" - სალომე სამადაშვილი
პოლიტიკა - 13:15, 16 Sep, 2019     776

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელშიც რუსული პროპაგანდისტული მეთოდები იყო გამოყენებული და ყველა პოლიტიკურ პარტიას, საზოგადოებრივ მოძრაობას და მოქალაქეს მოუწოდა მოვიდეს 20 სექტემბერს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან და ხმამაღლა განაცხადოს საკუთარი პროტესტი რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ.

„მინდა გამოვეხმაურო ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ მასალას, სადაც რუსული პროპაგანდისტული მეთოდები იყო გამოყენებული და რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ გმირს, აწ გარდაცვლილ სენატორ მაკკეინს დაესხმა თავს. ასევე, მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელობას და სხვა ყოფილ თუ მოქმედ დიპლომატებს, რომლებიც დღემდე აქტიურად იცავენ ჩვენს ინტერესებს.

მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც „იმედის“ მხრიდან გახდა თავდასხმის ობიექტი, ხშირად თავს ესხმიან რუსული ნტვ, რაშა თუდეი და სხვები.

რა აერთიანებს დანიელ ფრიდს, კურტ ვოკერს, დავით კრამერს, მეთიუ ბრაიზას და სხვა ადამიანებს? ისინი არიან პირები, რომლებიც ყველა ადმიანისტრაციის პირობებში მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანებას ნატო-ში, გამოირჩევიან სრულიად უკომპრომისო პოზიციით რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით და რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოს მიმართ განხორციელებულ აგრესიაზე.

სწორედ ამიტომ არიან ისინი რუსული პროპაგანდისტული საშუალებებისთვის სამიზნე. თუმცა, მათ ახლა დაემატა ქართული ერთ-ერთი ძირითადი ტელეარხი „იმედი“, რომელიც სიტყვა-სიტყვით იმეორებს რუსულ პროპაგანდისტულ გზავნილებს. ტელეიმედი საკუთარი სიუჟეტით თავს ესხმის არა რომელიმე ამერიკელ დიპლომატს, ის თავს ესხმის ჩვენს ევროატლანტიკურ მომავალს და ეს ხდება იმ ფონზე, როცა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თუ არ ვცდები პირველად, გუშინ ვიხილეთ აშშ-ის საელჩოსთან მრავალრიცხოვანი მიტინგი, რომელიც „ქართული ოცნების“ სატელიტმა „პატრიოტთა ალიანსმა“ გამართა.

სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი არჩევანი გახდეს ქვეყანა ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი და ნატო-ს წევრი, მოვუწოდებთ, ყველა პოლიტიკურ პარტიას, საზოგადოებრივ მოძრაობას და მოქალაქეს, მოვიდეს 20 სექტემბერს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან და ხმამაღლა განაცხადოს საკუთარი პროტესტი რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ამ ქვეყანას დაეპატრონა და საკუთარი მედიასაშუალებებით ცდილობს გზა-კვალი აუბნიოს საქართველოს მოქალაქეებს“,- განაცხადა სამადაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42