რატომ გაუფასურდა კუპონი და სად გაქრა საბჭოთა ანაბრები - გირჩი დემურ დვალიშვილის ხელნაწერების გასაჯაროებას ითხოვს
პოლიტიკა - 13:15, 16 Sep, 2019     2038

პოლიტიკური გაერთიანება გირჩის თავმჯდომარე ხელისუფლებას საგანგებო განცხადებით მიმართავს და ეროვნული ბანკის საცავში დაცული, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის დემურ დვალიშვილის ხელნაწერების გასაჯაროებას ითხოვს. იაგო ხვიაჩიას თქმით, დვალიშვილის, ჩანაწერები შესაძლოა შეიცავდეს უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდა კუპონის გაუფასურებით ქვეყნის მოსახლეობის შიმშილისთვის გაწირვა, როგორ მოახერხა ერთი მუჭა ადამიანების ჯგუფმა ვითომ სამართლიანი პრივატიზაციის გზით უზარმაზარი ქონების ხელში ჩაგდება, და როგორ და სად გაქრა ადამიანების მიერ წლების განმავლობაში საბჭოთა ანაბრების სახით ნაკეთები დანაზოგი:

„გაცნობებთ, რომ ჩემი საავტორო გადაცემა ,,პროცესის” 31 აგვისტოს გამოშვებაში საქართველოს პარლამენტის ამჟამინდელმა წევრმა და საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბ-მა რომან გოცირიძემ, განაცხადა შემდეგი:

"საქართველოს ეროვნული ბანკის საცავში ინახება ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ბ-ნი დემურ დვალიშვილის, ჩანაწერები, სადაც დეტალურად არის აღრიცხული ვისზე და რა ოდენობებით ხდებოდა მაშინდელი პრეზიდენტის, ბ-ნი ედუარდ შევარდნაძის, მითითებით სესხების გაცემა".

ბ-ნი რომანის განცხადებით მას ნანახი აქვს ეს ჩანაწერები, როდესაც ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო და მათი შენახვა ბანკის სპეციალურ საცავში მოხდა სწორედ მისი მითითებით.

მსურს შეგახსენოთ შემდეგი გარემოებები:

  1. ბ-ნი დემურ დვალიშვილი იყო პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან დაახლოებული პირი. იგი იკავებდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას და შესაბამისად პასუხისმგებელი იყო ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე 1992 წლის ნოემბრიდან 1993 წლის ნოემბრამდე;
  2. 1993 წლის 5 აპრილს მოხდა კუპონის გამოშვება, ხოლო 1993 წლის 20 აგვისტოდან კუპონი გამოცხადდა ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად ქვეყნის მასშტაბით. კუპონის ჰიპერინფლაციამ პრაქტიკულად ღატაკად აქცია საქართველოს მოსახლეობა;
  3. 1992 წელს საქართველოში დაიწყო პირველი პრივატიზაციის პროცესი, რომლის შედეგადაც საბჭოთა საქართველოს საკუთრებაში არსებული აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოჩნდა ერთეული კორუმპირებული ადამიანების ხელში. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ აქტივების ხელში ჩაგდება ხდებოდა საქართველოს პრეზიდენტის მითითებით ერ. ბანკიდან გატანილი სესხებით, რომელთა დიდი ნაწილის უკან დაბრუნება არ მომხდარა ან მოხდა იგივე ერ. ბანკის მიერ ინფლირებული და გაუფასურებული კუპონებით;
  4. ბ-ნი დემურ დვალიშვილის პრეზიდენტობას ემთხვევა საბჭოთა ანაბრების გაუფასურების პერიოდი. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 20 მარტის განკარგულების საფუძველზე შექმნილი საბჭოთა ანაბრების გაუფასურების მიზეზების შემსწავლელი კომისიის ანგარიშით, რომელიც ინახება კომისიის თავმჯდომარის, ბ-ნი ელგუჯა მექვაბიშვილის, პირად არქივში, საბჭოთა ანაბრების გაუფასურება დაკავშირებულია 90-იანი წლების პირველ ნახევარში განვითარებულ ჰიპერინფლაციურ პროცესებთან. ხოლო, საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2004 წლის 15 ნოემბრის #34 დადგენილებით 1992-1993 წლებში შექმნილი საქართველოს მოქალაქეების ანაბრების გაუფასურების მიზეზების შემსწავლელი საპარლამენტო მომხსენებელთა ჯგუფის მიერ შედგენილი დასკვნით - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი და, ამავე დროს, მთავარი მიზეზი ანაბრების გაუფასურებისა იყო საქართველოს ეროვნული ბანკის ფულადსაკრედიტო პოლიტიკა;
  5. ბ-მა დემურ დვალიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 1994 წლის 9 სექტემბერს.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის საცავში არსებული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ბ-ნი დვალიშვილის, ჩანაწერები შესაძლოა შეიცავდეს უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ ა) როგორ მოხდა კუპონის გაუფასურებით ქვეყნის მოსახლეობის შიმშილისთვის გაწირვა, ბ) როგორ მოახერხა ერთი მუჭა ადამიანების ჯგუფმა ვითომ სამართლიანი პრივატიზაციის გზით უზარმაზარი ქონების ხელში ჩაგდება, და გ) როგორ და სად გაქრა აქ მცხოვრები ადამიანების მიერ წლების განმავლობაში საბჭოთა ანაბრების სახით ნაკეთები დანაზოგი.

პოლიტიკური გაერთიანება გირჩი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, სრულად ფლობდნენ ინფორმაციას ზემოთაღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებმაც რუსეთის სამხედრო აგრესიასთან და თბილისის სამოქალაქო ომთან ერთად 90-იანი წლების დასაწყისში პრაქტიკულად გაანადგურა ეს ქვეყანა.

მეტიც, ჩვენი ვარაუდით ასეთი მნიშვნელობის ჩანაწერების გასაჯაროების ნაბიჯი არ გადადგა არც ერთმა ხელისუფლებამ, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში უსამართლოდ გამდიდრებული ადამიანები, ერთის მხრივ, ყოველთვის სარგებლობდნენ და დღემდე სარგებლობენ ხელისუფლებებთან სიახლოვით, მეორეს მხრივ, წარმოადგენდნენ და დღესაც წარმოადგენენ ამ ხელისუფლებებისთვის ძალაუფლების მოპოვებისა და შემდეგ შენარჩუნების ფინანსურ საყრდენს.

გირჩი ითხოვს ეროვნული ბანკის საცავში დაცული ზემოთაღნიშნული ჩანაწერების სრულად გასაჯაროებას! დროა ამ ქვეყნის მოქალაქეებმა გაიგონ სიმართლე!“- ნათქვამია იაგო ხვიჩიას განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42