კონსტიტუციის 42-ე მუხლი სასამართლო ხელისუფლებას მოუწოდებს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების გადაწყვეტილებები (განაჩენები) გაასაჯაროოს
პოლიტიკა - 12:30, 16 Sep, 2019     725
კონსტიტუციის 42-ე მუხლი სასამართლო ხელისუფლებას მოუწოდებს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების გადაწყვეტილებები (განაჩენები) გაასაჯაროოს


"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 4 სექტემბერს დასრულდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პირველი ეტაპი, რის შედეგად შედგენილი 20 კაციანი სია გადაეცა საქართველოს პარლამენტს განსახილველად. აღნიშნულ სიაში 14 კანდიდატი საერთო სასამართლოების ყოფილი ან მოქმედი მოსამართლეა. კონსტიტუციის 42-ე მუხლმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიერ წარსულში გამოტანილი განაჩენების (განჩინებების) გადმოცემის მოთხოვნით, თუმცა საქალაქო სასამართლომ აღნიშნულზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ "ცალკეული მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვა, დამუშავება და საჯარო მონაცემთა ბაზაში განთავსება არ ხორციელდება".

საზოგადოებას შევახსნებთ, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონის მე-13 მუხლის თანახმად სასამართლოს ღია სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება მთლიანად ქვეყნდება სასამართლოს ვებ გვერდზე.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით 1. საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა. კანონმდებლობა არ იცნობს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ისეთ საფუძველს, როგორიცაა სასამართლო გადაწყვეტილებების აღრიცხვის და მონაცემთა ბაზაში განთავსების არ არსებობა.

იმ ფონზე, როდესაც მმართველმა გუნდმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის "უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და ღია პროცედურებს" დაანონსა და ასევე გაკეთდა განცხადებები, საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანდიადტებს "მიკროსკოპით დააკვირდება", კანდიდატების პროფესიული გამოცდილების შესწავლის გარეშე მთელი ეს პროცედურები მოკლებულია რეალურ შინაარსს. მოსამართლის კომპეტენტურობასა და კეთილსინდისირებაზე ყველაზე უკეთ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მეტყველებს.

შესაბამისად, მოვუწოდებთ სასამართლო ხელისუფლებას უმოკლეს ვადაში გაასაჯაროოს და პარლამენტისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს მოსამართლე კანდიდატების მიერ წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები. "- აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიხაციის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42