ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატი ჭიდაობაში. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმიამ (-55 კგ) პირველ დღეს ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ასევე ბრწყინვალედ იასპარეზა და გადამწყვეტ შეხვედრაში მასპინძელი ზაკანშა 9:0 გაანადგურა.
წურწუმია ნახევარფინალში იაპონელ შოტა ოგავას დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, 8:0 დაამარცხა მეტოქე. ქართველმა სრული უპირატესობით წარმართა ორთაბრძოლა და უშანსოდ დაამარცხა აზიელი ფალავანი.
აქვე აღვნიშნოთ, რომ წურწუმიამ ნახევარფინალამდეც შესანიშნავად იარა. მისი პირველი მეტოქე ჩინელი ჩაო იყო, რომელიც 9:0 დაამარცხა, მომდევნო ეტაპზე კი რუს კაბალოევს 8:3 სძლია.
ქართველმა ფალავანმა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი 12-წლიანი პაუზის შემდეგ მოუტანა.
მასალის გამოყენების პირობები