"ეს არ არის ერთი იზოლირებული მოვლენა, ეს არის "ოცნების" პოლიტიკის გამოვლინება მთელი 7 წლის მანძილზე" - ბოკუჩავა "პატრიოტთა ალიანსის" აქციაზე
პოლიტიკა - 17:28, 15 Sep, 2019     787
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა, ამერიკის საელჩოსთან "პატრიოტთა ალიანსის" აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არ არის ერთი იზოლირებული მოვლენა, ეს არის "ოცნების" პოლიტიკის გამოვლინება.

"ეს არ არის ერთი იზოლირებული მოვლენა, ეს არის "ოცნების" პოლიტიკის გამოვლინება მთელი 7 წლის მანძილზე. მინდა აგანვიხილო რამდენიმე მომენტი. ფაქტი, რომლის მომსწრეც პირადად გავხდი წინა მოწვევის პარლამენტში. ერთ-ერთი პირველი საკანონმდებლო ინიციატივა იყო დადგენილება ქართული ოცნების მხრიდან, რომლითაც ვითომ ე.წ პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოხდა რომლის რებშიც იყო ჯაშუში, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ოკუპანტის სასარგებოდ ჯაშუშობდა. მას შემდეგ ვხედავთ ქმედებებს ოცნების მხრიდან რომელიც პრორუსულია, მაგალითად, გაზპრომთან ხელშეკრულების გაფორმება, პრორუსული ჯგუფების მოძლიერება და ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი არის "პატრიოტთა ალიანსი" მას გააჩნია ხელშეუხებლობა, გვახსოვს, რომ სირცხვილიას წევრების მიმართ როგორ ძალადობდა კვიციანი, ის არც სიხეშია და ფორმალურად აღძრეს საქმე. მე დღეს რომ ვინმეს ფიზიკურად გავუსწორდე იმდღესვე აღმოვჩნდები საპყრობილეში" - აცხადებს ბოკუჩავა.


ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, "ქართული ოცნება" და "პატრიოტთა ალიანსი" არის ერთი პოლიტიკური ორგანიზმი და მათი მთავარი მიზანია პუტინისთვის ჩვენი ქვეყნის ჩაბარება.

"ქართული ოცნება" და "პატრიოტთა ალიანსი" არის ერთი პოლიტიკური ორგანიზმი და ისინი მოქმედებენ უბრალოდ სხვადასხვა ხელით, მოქმედებენ ერთი საქმისთვის და ეს ერთი საქმე არის პუტინისთვის ჩვენი ქვეყნის ჩაბარება.
ჩვენ 2012 წელს უმცირესობაში ვიყავით როცა მოსახლეობის დიდი ნაწილს არ სჯეროდა, რომ ივანიშვილი პრორუსულ პოლიტიკას გაატარებდა, მაგრამ დღეს ვართ იმ მოცემულობაში, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აღარ ეპარება ეჭვი , რომ "ოცნების" პირობებში ჩვენ ერთადერთი რუსეთის პერპექტივა გვაქვს, იმიტომ რომ ევროატლანტიკური პერპექტივა აღარ გვაქვს და ვართ მოცემულობაში, როცა ევროპის ერთ-ერთი მნიშველოვანი გამოცემა "დოიჩე ველე" ღიად აცხადებს, რომ საქართველოში მოხდა პრემიერად მოსკოვის კაცის არჩევა.
დიდი გზა გავიარეთ საზოგადოებამ იმ მომენტიდან, როცა არსებობდა სკეპტიციზმი ივანიშვილთან მიმართებაში და როცა გავრილოვი მოათავსეს თავმჯომარის ადგილზე და შემდგომ შეასრულეს კრემლის დავალებები მათ შორის როცა დააპატიმრეს პროტესტანტები, ისინი, ვინც საქართველოში გავრილოვის ჩამოყვანას აპროტესტებდნენ, ამაზე ღიად საუბრობდა კრემლი" - აცხადებს პოლიტიკოსი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42