ამერიკაში ქართველი მეცნიერ-გამომგონებელი მოკლეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცი ერიკ კრავჩუკია
კრიმინალი - 20:04, 14 Sep, 2019     10755
Medtronic-ის მეცნიერ-გამომგონებელი რომელიც ივლისში მინეაპოლისის ცენტრში ნაცემი იპოვეს, მიღებული ტრავმების გამო რამდენიმე კვირაში დაიღუპა. 42 წლის ალექსანდრე სამბელაშვილი 23 აგვისტოს გარდაიცვალა, თუმცა ცნობა ამის შესახებ მოგვიანებით გავრცელდა, მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცი ერიკ კრავჩუკია, რომელიც ხუთშაბათს დააკავეს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, სამბელაშვილი უგონო მდგომარეობაში მყოგი 28 ივლისს ღამით იპოვეს მე-5 ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კლუბში. სამართალდამცავების თქმით, ის გადაყვანილი იქნა უახლოეს საავადმყოფოში სადაც მას თავის ტრავმაზე მკურნალობდნენ. რა მოტივით დაესხა ტავს კრავჩუკი სამბელაშვილს უცნობია, როგორც გამოძიება ვიდეოკამერების ჩანაწერებზე დაყრდნობით აცხადებს, სამბელაშვილი კლუბში ადგილობრივი დროით 1:30-ზე შედის და კრავჩუკისკენ მიემართება, რაიმე კამათი ან კონფლიქტი არ ჩანს, როდესაც ის კრავჩუკს უახლოვდება, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მას თავში თავით ძლიერად ურტყამს, რის გამოც სამბელაშვილი გონებას კარგავს, უკან ეცემა და თავს ამჯერად იატაკზეც არტყამს. მიღებული მძიმე ტრავმების გამო სამბელაშვილი რამდენიმე კვირის განმავლობაში კომაში იყო.

წარმოშობით ქართველი სამბელაშვილი მინესოტას უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ბიოსამედიცინო ინჟინერიაში კი დოქტორის ხარისხი ოჰაიოს Case Western Reserve University-ში მიიღო. ის იყო 17 რეცენზირებული სტატიის ავტორია და შეტანილი აქვს 25-ზე მეტი პატენტი. ასევე მან შეიმუშავა ალგორითმი, რომელიც „გახდა საკვანძო ფუნქცია გულის რიტმუის თერაპიისთვის Medtronic-ის პროდუქტებში და გულის უკმარისობის მქონე ასეულობით ათას პაციენტს სრულფასოვან ცხოვრებაში დაეხმარა“- ნათვამია ონლაინ-ნეკროლოგში.

სამბელაშვილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

იმ შემთხვევაში თუ კრავჩუკს ბრალი დაუმტკიცდება მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42