"თუ ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ დესპოტივით მოიქცეს, მაშინ ამერიკა მას, როგორც ასეთს, ისე უნდა მოექცეს" - Bloomberg-ი გახარიაზე და მის "პოლიტიკურ პატრონზე" კრიტიკულ სტატიას აქვეყნებს
პოლიტიკა - 17:14, 14 Sep, 2019     4794

ამერიკული გამოცემა bloomberg-ი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. გამოცემის კოლუმნისტი ელაი ლეიკი იმ საფრთხეებზე წერს, რომელიც საქართველოს პროდასავლურ მომავალს შესაძლოა შეექმნას, თუ ქვეყანა სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს არ ჩაატარებს. სტატიაში საუბარია გიორგი გახარიასა და ბიძინა ივანიშვილზე და იმ მსგავსებაზე, რომელიც საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრსა და მის პოლიტიკურ პატრონს შორის არსებობს.

"უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში თავისუფალი სამყარო მეტწილად დუმილს ინარჩუნებდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მისი ყველაზე მდიდარი მოქალაქის ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ მოექცა.

იყო რამდენიმე გაფრთხილება „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები აფრთხილებდნენ „სახელმწიფოს ხელში ჩაგდებაზე“ , გავლენიანი პიროვნებებისა და ინტერესების შესაბამისად ინსტიტუციებში სისტემურ კორუფციაზე. ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“, რომელიც ივანიშვილმა დააფუძნა და ამ დროისთვის ხელმძღვანელობს კიდეც, ადანაშაულებს იმაში, რომ ის ძალიან ცოტას აკეთებს რუსეთის ზეწოლასთან შესაწინააღმდეგებლად.

მიუხედავად ამისა, ქართული მედია თავისუფალი რჩება. ივანიშვილი რეალური პოლიტიკური ოპოზიციის წინაშე დგას. ქვეყანაში ტარდება კონკურენტული და რეგულარული არჩევნები. ამგვარად აშშ და ევროპა აგრძელებს საქართველოსთან მოპყრობას, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანასთან და მოკავშირესთან.

ახლა ეს მყიფე რესპუბლიკა ლღვობას იწყებს. ამ კვირაში პარლამენტის წევრებმა „ქართული ოცნებიდან“ დაამტკიცეს ახალი პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია, რომელიც ოპოზიციას გასრესვას დაპირდა. არსებობს მიზეზი, რომ ეს მუქარა სერიოზულად იქნას მიღებული. ზაფხულში, როდესაც ის შს მინისტრი იყო, გახარია ხელმძღვანელობდა ანტისახელისუფლებო აქციების სისხლისამართლებრივ დევნას და ძალადობრივ დაშლას.

თავად პროტესტი თბილისის წინაშე არსებული სხვა საფრთხის ილუსტრაციას წარმოადგენდა - რუსეთის გავლენის სფეროში მოხვედრის შესაძლებლობას. ისტორია დაიწყო ივნისში, როდესაც პარტია „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის დუმის 3 დეპუტატი მიიწვია პარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად. ეს მოწვევა დასაწყისი იყო ოპოზიციისთვის, „ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, ერთ-ერთი გამომსვლელი, როგორც მან შეიტყო, მონაწილეობდა აფხაზეთში, რუსეთის მიერ მართულ ომში , 1992-93 წლებში. ეს კონფლიქტი კვლავ ღია ჭრილობად რჩება ქართველების უმეტესობისთვის. რუსული ძალები შემოიჭრნენ საქართველოში 2008 წელს და დღემდე იქ რჩებიან.

„კომუნისტი იჯდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში“ - აცხადებს კანდელაკი. „ქართული ფეისბუკი დუღდა, ადამიანები გაგიჟდნენ, ცხადი იყო რომ რაღაც უნდა გაკეთებულიყო“

ის, რაც დაიწყო, როგორც პროტესტი საქართველოს სუვერენიტეტის სიმბოლური შეურაცხყოფის გამო, გადაიზარდა უფრო დიდში. ოპოზიცია მოითხოვდა პარლამენტში უფრო პროპორციულ წარმომადგენლობას. ითხოვდნენ, რომ გახარია გადამდგარიყო მას შემდეგ, რაც მისმა სპეცრაზმელებმა პროტესტანტები დაჭრეს, ამის სანაცვლოდ გახარიამ ოპოზიცია დაადანაშაულა გადატრიალების დაგეგმვაში.

თავდაპირველად ივანიშვილის პარტიამ მოლაპარაკებები დაიწყო, ის დათანხმდა ახალ რეფორმებს, რომლის თანახმადაც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულებს კოალიციური მთავრობის შექმნის საჭიროება ექმნებათ. გასულ კვირას კი გახარიასთან მიმართებაში ფსონი გააორმაგეს.

ეს აშშ-სა და ევროპისთვის სიგნალი უნდა გახდეს. გახარია უცნობი იყო, როდესაც ის პირველად შეუერთდა „ქართულ ოცნებას“ 5 წლის წინ. იმ დროს როდესაც ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობამ თავისი კარიერა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ახალი ქვეყნის შენების დროს შექნა, გახარია მოსკოვში იყო როგორც ბიზნესმენი და რუსულ მოქალაქეობაზე უარი მხოლოდ 2013 წელს თქვა. მიუხედავად მისი ნათქვამისა, რომ აშშ რჩება საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირედ და რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის გამო გააკრიტიკა, მან ასევე დაიწყო გამოძიება ყველაზე ანტირუსული პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ.

ამ მხრივ მას ბევრი აქვს საერთო თავის პოლიტიკურ პატრონთან. ივანიშვილიც ხშირად ლაპარაკობდა სწორ რაღაცებს, როდესაც საქმე რუსეთს ეხებოდა, მაგრამ ფაქტი, რომ მან რუსეთში, 1990 წლებში, 5 მილიარდ დოლარზე მეტი იშოვა, აჩენს ეჭვებს იმის შესახებ, თუ რა გავლენის ბერკეტები გააჩნია კრემლს მასზე.

საბედნიეროდ, აშშ-საც აქვს ბერკეტები ივანიშვილზე. ბათუ ქუთელიამ, ვაშინგტონში საქრთველოს ყოფილმა ელჩმა და ამჟამად საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ივანიშვილი თავისი ქონების ნაწილს დასავლეთში ინახავს, რაც აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან მასზე ზედამხედველობის შესაძლებლობას იძლევა.

საქართველო დღეს რუსეთის მარიონეტი არაა და ამასთან ის ჯერ არ გადაშვებულა ავტორიტარიზმში. მაგრამ ის, შეძლებს თუ არა საქართველო ისევ დარჩეს დასავლეთის საიმედო მოკავშირედ, დიდად არის დამოკიდებული იმაზე. რამდენად კარგად იმმოქმედებს პროდასავლური ოპოზიცია მომავალ არჩევნებზე.

აშშ-მ უნდა გაუგზავნოს შეტყობინება საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერს, რომელიც ასევე არის საქართველოს ყველაზე მდიდარი მოქალაქე, რომ მომავალი არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი და მნიშვნელოვანი. თუ ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ დესპოტივით მოიქცეს, მაშინ ამერიკა მას, როგორც ასეთს, ისე უნდა მოექცეს."








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42