პრეზიდენტი ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა
პოლიტიკა - 14:38, 14 Sep, 2019     664

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

პრეზიდენტმა ბაზაზე გაშენებული ვაზის საკოლექციო ნაკვეთი დაათვალიერა. 80 ჰექტარზე გაშენებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ექსპერიმენტალურ ბაზაზე განთავსებულია მეხილეობისა და მევენახეობის მიმართულების საკოლექციო ნაკვეთები. ეს არის საქართველოში ერთადერთი ადგილი სადაც 450 ქართული ადგილობრივი ვაზის ჯიში და 350 საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი სახეობებია გაშენებული.

ცენტრში ტარდება სელექციური სამუშაოები, მეღვინეობის ბაზაზე კი მეღვინეები 100-150 სხვადასხვა ჯიშებისგან ღვინოებს ამზადებენ.

კოლექციების მოძიება და მოშენება 2007 წლიდან დაიწყო. 2014 წელს კი შეიქმნა კვლევითი ცენტრი. პროექტს 2007 წლიდან ბანკი ,,ქართუ" ახორციელებდა 2014 წელს კი იგი სახელმწიფოს გადაეცა.

პრეზიდენტმა ვირუსოლოგიის ლაბორატორიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და დაგეგმილი დიაგნოსტიკური კვლევების შესახებ ინფორმაცია

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებისაგან მიიღო.

პრეზიდენტმა ცენტრის ფუნქციონირებას უმნიშვნელოვანესი უწოდა და აღნიშნა, რომ მას უდიდესი წვლილი შეაქვს ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებაში.

,,ცენტრის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისა და ვაზის კულტური განვითარებისათვის. როცა ქვეყანას ვაზის უძველესი 500-ზე მეტი ენდემური ჯიში გააჩნია და მისი უმეტესობა აღდგენილია ეს უდიდესი სიმდიდრე და მეღვინეობის განვითარების უდიდესი პოტენციალია.

მომავალ კვირას გაეროში მივდივარ და ერთ- ერთი ღონისძიება, რომელშიც ასევე მივიღებ მონაწილეობას

კლიმატის კონფერენციაა, სადაც მინდა წარვადგინო ჩვენი ქვეყნის უდიდესი უპირატესობა - ენდემური ჯიშების მრავალფეროვნება.

საქართველოში წარმოიშვა არა მხოლოდ ვაზის, არამედ ხორბლის და სხვადასხვა მცენარეების ენდემური ჯიშები. ამის შენარჩუნება და განვითარება ჩვენი ქვეყნის პოტენციალის განვითარება და გაძლიერებაა.

ამ ცენტრში მოვიყვან ყველა უცხოელ სტუმარს რათა ნახონ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტს კვლევით ბაზაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის სამსახურის უფროსმა და ზურაბ ხიდაშელმა უმასპინძლეს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42