საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირებისა და დანიშვნის პროცედურა ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა - ODIHR-ის კრიტიკული ანგარიში
პოლიტიკა - 11:52, 14 Sep, 2019     841

საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირებისა და დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არ იყო შესაბამისად უზრუნველყოფილი, მიუხედავად სასამართლო სისტემისადმი საზოგადოებრივი ნდობის გასამყარებლად გატარებული გარკვეული დადებითი ზომებისა, აღნიშნულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ანგარიშში.

„ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი აკვირდებოდა საქართველოში მიმდინარე პროცესს, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებას“, განაცხადა სოლრუნ გისლადოთირმა, ODIHR- ის დირექტორმა. „ბოლოდროინდელი საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად განუსაზღვრელი ვადით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს პროცესის სამართლიანად, დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ წარმართვა, ყველაზე კვალიფიციური და კომპეტენტური კადრების დასანიშნად.“

მონიტორინგი აფასებს საქართველოს უზენაეს სასამართლოში კანდიდატთა ნომინირების პროცედურის შესაბამისობას საკანონმდებლო ჩარჩოსთან, საერთაშორისო სტანდარტებთან და აღიარებულ კარგ პრაქტიკასთან. აღნიშნულმა ანგარიშმა გამოავლინა ნომინირების პროცესში სხვადასხვა ნაკლოვანებები.

შერჩევის პროცესის ტექნიკური მხარე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ზოგადად, კანონთან შესაბამისობაში უზრუნველყო. თუმცა საბჭოს საქმიანობა ხასიათდებოდა მწვავე შიდა უთანხმოებით, რაც ხშირად გამოიხატებოდა მტრულ დამოკიდებულებაში და მწვავე კამათში. ყოველივე ეს, ქმნიდა არაპროფესიულ გარემოს.

ODIHR-მა დააფიქსირა გარკვეული კონსტრუქციული ცვლილებები. როგორიცაა, ღია კონკურენტუნარიანი შერჩევის პროცესის დანერგა, რაც იძლევა საზოგადოებრივი ყურადღების გამახვილების საშუალებას და წარმოადგენს საქებ ნაბიჯს საქართველოში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ასამაღლებლად. თუმცა, ODIHR-ის საკანონმდებლო მიმოხილვის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების მხოლოდ მცირე ნაწილი იქნა გათვალისწინებული და კვლავ რჩება მრავალი ხარვეზი.

კანდიდატთა საჯარო გასაუბრების პროცესი ძირითადად გამჭვირვალედ წარიმართა. თუმცა წინასწარი შეტყობინება საჯარო მოსმენასთან დაკავშირებით მოკლე ვადაში ხორციელდებოდა და გასაუბრების ადგილმდებარეობა არ იძლეობდა პროცესზე დაკვირვებისა და ანგარიშის წარმოდგენის შესაძლებლობას, საზოგადოების მაღალი ინტერესის ფონზე.

გამჭვირვალობა, პროფესიონალიზმი და სამართლიანობა წარმოადგენს სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ქვაკუთხედს. თუმცა, ODIHR- ის მონიროტებმა დააფიქსირეს, რომ იუსტიციის საბჭომ არ დაამტკიცა გასაუბრების ჩატარების წესი ან პროცედურა, რათა უზრუნველყოფილიყო პროცესის სამართლიანობა და წესრიგი. აღნიშნულმა მიდგომა წარმოშობს კანდიდატთა მიმართებაში მოპყრობის არათანაბარ გარემოს და ზღუდავს პროცესის გამჭვირვალობას.

ODIHR-ის წინა სამართლებრივი დასკვნა მიესალმება ღია დანიშვნის წესის პროცედურის შემოღებას და პარლამენტის ძალისხმევას გაწეროს შერჩევის კრიტერიუმებისა და პროცედურების დებულება, არსებული უფსკრულის აღმოსაფხვრელად. თუმცა, აგრეთვე დაფიქსირდა რამდენიმე არსებითი ხარვეზი, მათ შორის შერჩევის პროცესში გამჭვირვალობის გარანტიების ნაკლებობა, რათა უზრუნველყოფილი იქნას შერჩევის პროცესის მიმდინარეობისას გადაწყვეტილებების უტყუარობა და ობიექტურობა.

აღნიშნული საქმიანობა განხორციელდა საქართველოს სახალხო დამცველის თხოვნის საფუძველზე ODIHR– ის გუნდი მუშაობას შეუდგა 2019 წლის 29 ივნისს. სამუშაო მოიცავდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შემოკლრებულ სიაში შეყვანილი, 49 კანდიდატის გასაუბრების მონიტორინგსა და საქმიანობასთან დაკავშირებულ შეხვედრებს. ODIHR– ის მონიტორები გააგრძელებენ პარლამენტში კანდიდატთა დანიშვნის პროცესზე დაკვირვება და გამოაქვეყნებენ საბოლოო ანგარიშს რეკომენდაციებით, ნომინირების პროცესიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42