"მე არ ვიცი გენერალური პროკურორი რა სტატუსით იყო იქ, როგორც პიროვნება ან თუ იყო საერთოდ. ის, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა მისულიყო ორი ბიზნესმენი, მე არ მგონია, რომ ამაში რაიმე დანაშაულის ნიშნებია" - ასეთია ნუკრი ქანთარიას შეფასება ხაზარაძის სკანდალურ განცხადებაზე.
ხაზარაძე ირწმუნება, რომ ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე “ქართული ოცნების” ლიდერ ბიძინა ივანიშვილსა და ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს ივანიშვილის ბიზნესცენტრში შეხვდა. შეხვედრას მაშინდელი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა.
ხაზარაძე აღნიშნულ შეხვედრას ე.წ. ქურდული გარჩევა უწოდა.
"ქართული ოცნების" დეპუტატს დიანა ტრაპაიძემ ჰკითხა, ხომ არ მიუთითებს ეს შეხვედრა ინსტიტუციურ პრობლემაზე ქვეყანაში, როდესაც კერძო ბიზნესმენების დავას ესწრება მთავარი პროკურორი.
“ის რომ ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა ორ ბიზნესმენს მისვლა. ახლა თქვენ და ვახო სანაიას, რომ მოგივიდეთ გარკვეული კამათი ან პირიქით, ინგას და ვახოს რომ მოუვიდეთ კამათი და თქვენ ორივე სახლში მოიწვიოთ და უთხრათ: კარგით ახლა, ერთ-ერთმა დათმეთო. არ მგონია ამაში დანაშაულის ნიშნები უნდა ვეძებოთ. თუ არ უნდოდა იქ დათმობა, უნდა ეთქვა, რომ კი ბატონო… და დათმო პირიქით, როგორც თვითონ ამბობს ჩხარტიშვილმა. ჩვენ გამარჯვებულები წამოვედითო. მორიგდნენ დაზავდნენ, პრესის და ჟივილ-ხივლის გარეშე. ახლა როცა პოლიტიკისთვის გჭირდება და ამ ამბებს ასე იხსენებ, შენი ინტერპრეტაციით, ბუნებრივია, სუბიექტურად, ყველა ადამიანი, ვინც იქ იყო თავისი გადასახედიდან მოყვება ამ ამბავს და ჩვენ რა ვაქნთ ახლა, ამაზე ვიმარჩიელოთ?”- განუცხადა ჟურნალისტს ქანთარიამ.
საპასუხოდ დიანა ტრაპაიძემ აღნიშნა, რომ მისი და ვახო სანაიას ჰიპოთეტურ “საქმის გარჩევას” ინგა გრიგოლიას სახლში ქვეყნის მთავარი პროკურორი არ დაესწრება, რაზეც ქანთარიამ უპასუხა.
“და თქვენი ახლობელი ან ნათესავი, რომ იყოს მოსამართლე და ისიც, რომ დაასწროთ როგორც იურისტი, გვითხარი: მართლები ვართ თუ არაო. როგორც პიროვნება და არა როგორც ინსტიტუციის წარმომადგენელი? აქ მარჩიელობა ზედმეტი მგონია”, - დასძინა ქანთარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






