საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი, დათა ვანიშვილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მედლინ მუნს გაესაუბრა.
დათა ვანიშვილმა მედლინ მუნს პრობლემების შესახებ უამბო და განაცხადა, რომ მეუღლე ავადაა, რომელიც საოკუპაციო ხაზის მეორე მხარესაა და არ აქვს შესაძლებლობა ექიმმა გასინჯოს.
„ჩემი გოგო მირეკავს, შორიდან მაინც დავინახავდე დედასო, მაგრამ მეშინია, რომ დამიჭირონ და წამიყვანონო. ასე უთხრეს, თუ დაგინახეთ, 100 მეტროზე ახლოს მოსული, ცხინვალში კი არა, რუსეთში წაგიყვანთ და შეგაგდებთ კამერაშიო. ცოდო არ ვარ? პატიმარი ვარ, არსად მიშვებენ, 88 წელიწადია, აქა ვცხოვრობ, საქართველოში. აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და ახლა გავხდი რუსეთის? ნაკვეთები მეორე მხარესაა. სხვები ამუშავებენ და მე არაფერს მაძლევენ. რა ვჭამო, როდემდე ვიყო ეგრე. დედაკაციც მყავს აგერ ცუდად და არ მიშვებენ, გორში წავიყვანო ან თბილისში, რომ ექიმებს ვაჩვენო. მითხარით, როგორ მოვიქცე, თუ არაფერი მეშველება, თავი მაინც მოვიკლა. აი, იქით რომ დიდი ჭადარია, იქ ჩემი ნაკვეთებია, დავამუშავო მინდა და ცოტა ლუკმა ვჭამო" - აღნიშნა დათა ვანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






