რაც შეეხება პროკურატურის დაგვიანებულ რეაქციას "კავკასიაში" სტუმრობის თაობაზე, დეპუტატი ამბობს, რომ სავარაუდოდ პროკურატურა სამოქმედო გეგმას ბიძინა ივანიშვილთან ათანხმებდა.
"ბატონ დათო აქუბარდიასთან გადაცემაში მე ვიყავი სამშაბათს. სამშაბათ დილით მაცნობა პროკურატურამ, რომ არ მაქვს უფლება სახლიდან გავიდე. მოქმედი დეპუტატი არ უნდა მივიდეს პოლიტიკურ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად. მე მაინც წავედი. რადგან ეს აკრძალვა კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვაა. არავის აქვს უფლება მოქმედი დეპუტატი შეზღუდოს გადაადგილებაში, როცა ის ასრულებს დეპუტატის უფლება-მოსილებას.
მთელი სამი დღე ფიქრობდნენ რა გაეკეთებინათ. თუ დარღვევაა და დავარღვიე, ბრალდებულმა დავარღვიე გირაოს პირობები, რას აკეთებდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში?! უბრალოდ, მსჯელობდნენ იმ ქურდთან, რომელიც სახლში არჩევს საქმეებს პროკურორებთან და საკუთარ ადიუტანტებთან ერთად და ახლა როგორც ჩანს მიიღეს ეს გადაწყევტილება.
განცხადებაში წერია, რომ ამჯერად უნდა გაგაფრთხილოთ და შემდეგში თუ დაარღვევ წახვალ ციხეშიო. ამდაგვარი განცხადებებით ვერ გადამაფიქრებინებენ. ხვალაც გავალ სახლიდან"- განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, ფაქტია, რომ ხელისუფლებას მისი დაპატიმრების მცდელობა აქვს.
"ვეუბნები მათ, რომ აუცილებლად გავალ სახლიდან. თავის შეზღუდვას არ ვაპირებ იქ, სადაც არ უნდა შევიზღუდო. მითხრეს, რომ პასპორტი და პირადობა ჩაგვაბარეო, მივედი და მივუტანე, მითხრეს, გირაო გადაიხადეო, გადავიხადე. მითხრეს, რომ სამაჯური გაიკეთეო და სახლში რაღაც მახინა აპარატურა დავიდგი. გადაწყვეტილებაში ჩამიწერეს, რომ მიტინგზე სიტყვით არ გამოხიდეო - კი ბატონო. ვერ გამომაგდეს პარლამენტიდან, შევრჩი თავის ტკივილად, პრობლემად, ვინაიდან მაქვს ისეთივე იმუნიტეტი როგორიც მქონდა. ჩემი დაკავების შემთხვევაში პროკურატურას მოუწევს იგივე პროცედურების გავლა, იმ 93 დეპუტატს კვლავ უნდა ააწევინონ ხელი, რომ მომეხსნას იმუნიტეტი. არ ვიცი რას იზამენ. თავში ქვა უხლიათ. თავის დამცირებას აღარ ვაპირებ, იქ სადაც არ უნდა დავიმცირო. უფლება კი არ მაქვს, ვალდებული ვარ ხალხო დეპუტატის უფლება-მოსილება განვახორციელო და განვახორციელებ. ხვალ რომელიმე ტელეკომპანიამ თუ მიმიწვია, აუცილებლად მივალ"- თქვა ენმ-ს ლიდერმა.
მისი თქმით, "ოცნება" სამართლებრივი ჩარჩოდან არის გასული, თუმცა იქვე ამბობს, რომ კონსტუტუციას თავზე ხომ არ გადაიხევენ, თუ პარლამენტის თანხმობის გარეშე მოხდება მისთვის იმუნიტეტის მოხსნა.
"ის იყო ერთჯერადი კენჭისყრა. გენერალურმა პროკურატურამ ერთჯერადად მიმართა პარლამენტს მომხსნოდა იმუნიტეტი. ვინაიდან ისინი ჩემს პატიმრობას ითხოვდნენ. ვინაიდან სასამართლომ არ დამაპატიმრა მე ისეთივე იმუნიტეტი მაქვს, როგორც დანარჩენ 149 კაცს. რა ჯანდაბად მინდა, მაგრამ თუ ახლა რამე მშველის ეს იმუნიტეტია"- თქვა მან.
მასალის გამოყენების პირობები






